მიხეილ სარჯველაძე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის მედიკამენტებზე გადაწყვეტილებას, ამიტომ ვერცერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ

ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან.

„არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც EMA-ს გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია: „საჭიროა დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, რათა შევისწავლოთ მცირე რაოდენობით გამომუშავებული მოკლე დისტროფინი რამდენად ახდენს გავლენას პაციენტებში გადაადგილების უნარის გაუმჯობესებაზე. აქაც ნათლად ჩანს შემდგომი კვლევისა და შესწავლის აუცილებლობა. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადებას. მას აქვს როგორც FDA-ს, ისე EMA-ს ავტორიზაცია.

ამის მიუხედავად, ღია წყაროებში შეგხვდებათ ინფორმაცია, შემიძლია, სარწმუნო წყაროების მითითება, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. მიმდინარეობს აქტიური კვლევები იმის დასადასტურებლად ან იმედია, გამოსარიცხად, რომ გარდაცვალების მიზეზი კავშირშია ამ მედიკამენტთან. ევროპულ სახელმწიფოთა მარეგულირებლები არც ამ მედიკამენტის საკუთარ სახელმწიფო პროგრამებში დანერგვაზე ჩქარობენ. ევროპული სახელმწიფოები აქტიურად, ინტენსიურად იკვლევენ საკითხებს და დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად ემზადებიან. დღემდე არ არის ცხადი, რა მიდგომა იქნება არჩეული, რაც მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე.

ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ. ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან. ამრიგად, მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არა სიცოცხლის გახანგრძლივება. ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და ვგულშემატკივრობთ. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის, უსაფრთხოების შესახებ. სწორი არ იქნება, ამ მედიკამენტებზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და უფრო მეტიც, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად, დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით. ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მსგავსად, სრულად ფინანსდება და მის უსაფრთხოებასთან, ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება ხორციელდებოდეს, სადაც რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების, ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების კუთხით.

ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ პარალელურად, გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ, თუ არაიშვიათ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით, იქნება ონკოლოგია, გაფანტული სკლეროზი, თუ სხვა. მინდა, დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა: „უკანასკნელი ათი წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად, იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა ათი წლის წინ“. მართლაც, ათი წლის წინ კითხვა არ არსებობდა, პასუხი სრულიად უიმედო იყო.

საბედნიეროდ, გაჩნდა კითხვები და იმედი მაქვს, პასუხებიც მალე იქნება ნაპოვნი. ამის იმედი აქვს მათ შორის განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებენ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოებიც და არა იმის გამო, რომ რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ერთ პაციენტზე წლიურად, საშუალოდ 2.5 მილიონი წამლის დაფინანსება ენანება.

არიან ევროპული სახელმწიფოები საქართველოსთან შედარებით ბევრად მძლავრი, ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით – ნორვეგია, პორტუგალია, ნიდერლანდები, თუ სხვა. არ არის სწორი და ლოგიკური, დავსვათ რიტორიკული კითხვა, ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი საკუთარ ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება. ეს საკითხია, რომლის გამოკვლევაზეც და შესწავლაზეც მუშაობს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776930936

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საკადრო ცვლილებების საფუძველი ძალიან მარტივია - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის და ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყო...

 ირაკლი კობახიძე

1776929607

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავი...

ირაკლი კობახიძე

1776928945

ახალი ამბები

კახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს

„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხა...

კახა კალაძე

1776928485

საზოგადოება

კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა

„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირის...

კახა კალაძე

1776926817

მსოფლიო

რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს

რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მივიღეთ მოსა...

დიდი ოცეული