მიხეილ ყაველაშვილი: აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება ქუთაისში იმართება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში იმართება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასწავლებლის ეროვნულ დღეზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ დღეს, 1840 წლის 27 ოქტომბერს, დაიბადა დიდი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე - იაკობ გოგებაშვილი, ადამიანი, რომელმაც განათლება და მშობლიური ენა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების უმთავრეს საფუძვლად აქცია.

„მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც ერი და სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს - ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა.

მასწავლებლობა პროფესიასთან ერთად არის მოწოდება და ზნეობრივი მისია, რომელიც ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის წყურვილის აღძვრას. სწორედ პედაგოგს მიუძღვის ერის წინაშე გადამწყვეტი წვლილი იმ პიროვნებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხვალ ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალს და წარმატებას განსაზღვრავენ.

თანამედროვე გლობალური ეპოქა ჩვენს წინაშე სრულიად ახალ და მასშტაბურ გამოწვევებს აყენებს. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის დაჩქარებული განვითარება და უწყვეტი საინფორმაციო ნაკადები მოითხოვს, რომ განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს დროის მოთხოვნებს. დღევანდელ მასწავლებელს ისეთ დინამიკურ გარემოში უწევს მოღვაწეობა, სადაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ იმას, თუ როგორ მიიღებს, გააანალიზებს და რა მორალურ კონტექსტში მოაქცევს ამ ინფორმაციას ახალგაზრდა, სწორედ პედაგოგის პროფესიონალიზმი და სიბრძნე განსაზღვრავს.

ტექნოლოგიები ცვლის სამყაროს და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, მასწავლებელი კი ასწავლის, როგორ იქნეს ეს შესაძლებლობები გამოყენებული გონივრულად და სამშობლოს საკეთილდღეოდ.

იაკობ გოგებაშვილის ეპოქიდან დღემდე ერთი უკვდავი ჭეშმარიტება უცვლელი რჩება: ქვეყნის ხვალინდელი დღე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვასწავლით დღეს ჩვენს შვილებს, რა ღირებულებებს ვუნერგავთ მათ და როგორ ადამიანად ჩამოყალიბებაში ვეხმარებით.

სწორედ ამიტომ, როგორც არ უნდა განვითარდეს გლობალური პროცესები, ჩვენი საერთო მისიაა არა მხოლოდ ინფორმირებული, არამედ პასუხისმგებლობიანი, ღირსეული და ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა.

და ბოლოს, ვსარგებლობ შემთხვევით და მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გილოცავთ საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ აღიარების მიღებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793114127

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გამჭვირვალობის კანონები და ამ ტიპის რეგულაციები, რომლებიც ახლა უკვე დიდი ინტენსივობით მიიღება თითქმის ყველა ქვეყანაში, მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნული სუვერენიტეტი, დემოკრატია და საზოგადოება სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყოს

იაპონიის ხელისუფლება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1793111448

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას ჯვარედინი იოგის აღდგენის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა!

ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის სამედიცინო ცენტრში გაუკეთდა. ოპერა...

ხვიჩა კვარაცხელია

1793110372

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ყველას ვურჩევთ და მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას

„ყველას ვურჩევთ და მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...

ლევან მახაშვილი

1793108936

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის უტიფრობის მორიგი გამოვლინება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან

„უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“, - ასე აფასებს მმართველი გუნდის დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებ...

თორნიკე ჭეიშვილი

1793108786

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპუ...

ანი წითლიძე