დავით ჩიხელიძე: ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებს.
ჩიხელიძის შეფასებით, იური ვაზაგაშვილი სტატისტიკა არ ყოფილა - ის მამა იყო, რომელმაც შვილი დაკარგა და მოგვიანებით შვილის საფლავზე მოკლეს.
მისივე თქმით, მომხდარის შემთხვევით აფეთქებად წარმოჩენა ფაქტების დამახინჯება და მსხვერპლის ოჯახის ისტორიის მიმართ უპატივცემულობაა.
„წითლიძის უტიფრობას საზღვარი არ აქვს! დღეს ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
წითლიძის განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის უცვლელ სახეს, მათთვის ადამიანური ტრაგედიები პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტია და არა ტრაგედია. მათთვის პოლიტიკური სპეკულაცია მსხვერპლის ტრაგედიაზე მაღლა დგას და „სტატისტიკას“ წარმოადგენს.
იური ვაზაგაშვილი სტატისტიკა არ ყოფილა, ის იყო მამა, რომელმაც შვილი დაკარგა და შვილის საფლავზე მოკლეს. ამ ტრაგედიის დამახინჯება მხოლოდ ფაქტების უგულებელყოფა კი არა, მსხვერპლისა და მისი ოჯახის ისტორიის მიმართ უპატივცემულობაა, ის რის გასაღებასაც წითლიძე შემთხვევით აფეთქებად ცდილობს, სინამდვილეში ადამიანის ლიკვიდაციის კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელიც სისრულეში „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა, გია სოსანაშვილმა მოიყვანა.
პოლიტიკური სიმპათიები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ფაქტებს ვერ შეცვლი. ადამიანის მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, მსხვერპლის ტრაგედია სტატისტიკა არ არის, პოლიტიკური კუთვნილება სიმართლის დამახინჯებას ვერ გაამართლებს“, - წერს ჩიხელიძე.
1793106432
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5966 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1793106271
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რადგან სასამართლო სხდომაზე ამდენი ტყუილის მოსმენა უწევს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან
„მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან ამდენი ტყუილის, ამდენი სიცრუის მოსმენა უწევს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, მათ შორის, იმაზე, რომ თურმე სისტემური და სისტემატური წამ...
1793106265
მსოფლიორუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ში დიზელის მორიგ პარტიას 28 ოქტომბერს გააგზავნის. როგორც ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რუსეთმა აშშ-ში დიზელით დატვირთული...
1793105367
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე
ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ფინეთის...
1793104361
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: გეგმაში გვაქვს, გავაკეთოთ სრულიად თანამედროვე ტიპის თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე გაეცნო. მისი განცხადებით, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური მოძველებულ...





























