ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იური ვაზაგაშვილს რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება
„კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურის რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „იური ვაზაგაშვილი 2015 წელს აფეთქდა“.
სადღობელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დამთავრდეს.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური ძალადობის პასუხისმგებელი პირების საკითხს სამართლებრივი წერტილი დაესვას.
„აი ამ სულით და სხეულით მაკაკას დღეს უთქვამს, რომ იურა ვაზაგაშვილი აფეთქდაო! კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურის რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი ხელწერაა აფეთქება, წამება, გაუპატიურება და ა.შ.! იურა ვაზაგაშვილის მკვლელი გია სოსანაშვილი, მეტსახელად „ბოღმა“, ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ირაკლი ფირცხალავას დაჯგუფების წევრი, ნაცების ზონდერი, რომელიც ბინძურ საქმეებზე დადიოდა! უდესიანის ნათესავი - აქციების დამრბევი! ამ კაცის სახელი ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში გავაჟღერეთ, იურის აფეთქებამდე 3 თვით ადრე და მისი განზრახვის მხილება ვცადეთ, „თავისუფალ თაობას“ ჰქონდა ინფორმაციები და ბრიფინგიც კი მივუძღვენით ამ და სხვა მკვლელ, მოძალადე რადიკალ ნაციონალებს, მათ შორის წითლიძის სულიერ ძმებს და ამ კრიმინალური ხროვის გაუქმებას ჯერ კიდევ მაშინ ვითხოვდით!
მივმართავ ანა წითლიძეს: თქვენ უნდა დამთავრდეთ! თქვენი ხსენება ისეთივე სირცხვილი უნდა იყოს, როგორი სირცხვილითაც ევროპაში მოიხსენიებენ ფაშისტებსა და კომუნისტებს! თქვენ უნდა დასრულდეთ იურის და ზურას გამო, სანდროს და ბუტას გამო! თქვენ უნდა დასრულდეთ იმ 9 წლის გამო, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ბნელი, ბინძური და შეურაცხმყოფელია! დროა, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლებრივი რეაგირება მოხდეს და ეს ჯალათები, კოლექტიური, უღმერთო ნაცები და ბოკერიები ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს!“, - წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
1793108936
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე: ეს არის უტიფრობის მორიგი გამოვლინება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან
„უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“, - ასე აფასებს მმართველი გუნდის დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებ...
1793108786
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ანი წითლიძემ კიდევ ერთხელ გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა - ტრაგედიის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა მსხვერპლისა და მისი ოჯახის მიმართ უპატივცემულობაა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ანა წითლიძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანურ ტრაგედიებს პოლიტიკური მანიპუ...
1793107275
ახალი ამბებითბილისში ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
თბილისში ერთ-ერთ რესტორანთან მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს. მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. რო...
1793107119
საზოგადოებაგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე: მათი განმარტებები მათსავე წინააღმდეგ გამოგვადგება
„მათი პოზიციები აგებულია ტყუილებზე - სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციებზე“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარ...
1793106840
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო, რაც ტყუილია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილის განცხადება პარტიის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი დეპუტატების მანდატების ავტომატურად შეწყვ...


























