მიხეილ ყაველაშვილი: ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი

ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, - აღნიშნულია პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.
„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება.
ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენს გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები. ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს.
ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1757918870
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...
1757918733
საზოგადოებამცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებ...
1757918649
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე წონის „მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...
1757917273
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუძველია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. როგორც იგი აღნიშნავს, განათლებული თაობა ქვეყნის ძლიერების და წარმატების საფუ...
1757916209
საზოგადოებაკახა კალაძე: ძალიან დიდი ტრაგედიაა ის, რომ ასეთი ძალადობრივი ჯგუფები არსებობენ ქვეყანაში. არც დემოკრატიასთან, არც ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს
კახა კალაძის განმარტებით, ძალადობრივი ჯგუფების არსებობა ქვეყნის იმიჯის შემლახველია. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის და მოქმედი მერის თქმით, მათ მიერ წინასაარჩევნოდ წამოწყებული ზიზღის კამ...