საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ვეტერინარის თანამდებობაზე მუშაობდა და ცხოველთა აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას უზრუნველყოფდა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით არღვევდა კანონით დადგენილ პროცედურებს. კერძოდ, მან ერთ-ერთ მოქალაქეს დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ქრთამის სახით მიღებული თანხის ნაწილი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას.
1757922778
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა
ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ამ მიზეზის,...
1757922606
საზოგადოებამარიამ ლაშხი ეუთო/ოდირზე: ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს
ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ...
1757921407
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, - აღნიშნუ...
1757918870
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...
1757918733
საზოგადოებამცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებ...