გივი მიქანაძე ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემაზე: სტუდენტური მოძრაობები დამახასიათებელი მოცემულობაა ქვეყნებისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ, რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება

სტუდენტური მოძრაობები დამახასიათებელი მოცემულობაა ნებისმიერი ქვეყნისთვის მაგრამ მნიშვნელოვანია რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ, რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება, - ასე ეხმაურება განათლების და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემას, რომელსაც უცხოური სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას.
მისი თქმით, სტუდენტური დაფინანსებები უნდა იყოს გამჭვირვალე.
„საგანმანათლებლო სივრცე აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პროცესებისგან. რა თქმა უნდა სტუდენტური მოძრაობები ეს ჩვეულებრივი დამახასიათებელი მოცემულობაა ნებისმიერი ქვეყნისთვის მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის რა დაფინანსებას იღებენ, ვისგან იღებენ. რამდენად გამჭვირვალეა ეს დაფინანსება. რაც მთავარია რა მიზნებს ემსახურება მიღებული დაფინანსება და რისთვის ხდება ეს დაფინანსება. თუ ეს ეხება პროცესის რადიკალიზაციას ქვეყნის წინააღმდეგ მართული პროცესების და ქაოსური პროცესების ხელშეწყობას, რა თქმა უნდა ეს მიუღებელია და აქ კიდევ ერთხელ ვხედავთ თუ რაოდენ დიდი იყო სწორედ ასეთი ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობა და ის ისტერიული პროცესი, როდესაც „გამჭვირვალობის კანონის“ განხილვა და შემდგომში კანონად მიღება ხდებოდა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა საქართველოში გაშიფრულია. აქციებს უცხოური სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას. „იმედის კვირის“ მიერ გაშიფრული სქემით, მთავარი ორგანიზატორები და მონაწილეები უნივერსიტეტები არიან. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულია.
1757922606
საზოგადოებამარიამ ლაშხი ეუთო/ოდირზე: ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს
ეს ქცევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ორმაგ სტანდარტს, რომელსაც სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაცია იყენებს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ...
1757921407
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, - აღნიშნუ...
1757918870
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...
1757918733
საზოგადოებამცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებ...
1757918649
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე წონის „მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...