მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ და საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა ჩვენი ენის, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად

 ჩვენ უნიკალური ხალხი ვართ და საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა ჩვენი ენის, კულტურის, ღირებულებებისა და იდენტობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა Responsible Statecraft-თან ინტერვიუში.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია ამ კულტურის გაძლიერება და შენარჩუნება. ჩვენ ღია ვართ ევროკავშირისა და ნატოს მიმართ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ორმხრივ პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამის ნაცვლად, მათგან მხოლოდ ორმაგ სტანდარტებს, თვალთმაქცობასა და მტრულ დამოკიდებულებას ვხედავთ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას მიზნად ვისახავთ საქართველოს გასაძლიერებლად და არა დასასუსტებლად“,- ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებზე აქცენტირებით, მიხეილ ყაველაშვილს ამერიკელ რესპუბლიკელებს ადარებს. ამასთან, სტატიაში წერია, რომ როგორც მთელი თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, საქართველო კვლავ საკუთარ რესურსებსა და იმის უნარზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ტურბულენტურ სამეზობლოში დაპირისპირებულ ძალებს შორის მანევრირებას.

„ეროვნულ იდენტობაზე, ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციულ ეროვნულ კულტურაზე აქცენტირებით, პრეზიდენტი ყაველაშვილი ძალიან ჰგავდა ბევრ ამერიკელ რესპუბლიკელსა და ევროპაში მზარდ მემარჯვენე პოპულისტურ მოძრაობებს (და, რა თქმა უნდა, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს), რომლებიც უპირისპირდებიან იმას, რასაც ისინი ბრიუსელის დიქტატურად და ლიბერალური ელიტების მიერ კულტურული ცვლილებების ძალადობრივ და თავსმოხვეულ მცდელობად აღიქვამენ. „ქართული ოცნების“ მსგავსად, ყველა ეს მოძრაობა მასობრივი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კულტურული ღირებულებების დაცვის ენას იყენებს. ამან შესაძლოა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიზანი, გარდაქმნას ევროკავშირი საქართველოს წარმოდგენის შესაბამისად, ბევრად ნაკლებ ექსტრავაგანტურ მისწრაფებად აქციოს, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. საფრანგეთის მომავალი „ეროვნული გაერთიანების“ მთავრობა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო თავისუფალი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, რაც უფრო ახლოსაა „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტ დე გოლის იდეებთან, ვიდრე დღევანდელი ევროკომისიისა და დასავლეთ ევროპის ისტებლიშმენტის იდეებთან. მისი თქმით, „ევროკავშირი არ არის მუზეუმი. ევროკავშირის შიგნით განწყობები იცვლება და ეს ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება“.

თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ძალების მიერ დომინირებულმა ევროკავშირმა, შესაძლოა, უფრო ნაკლებად მოისურვოს შემდგომი გაფართოება. როგორც მთელი თავისი ვრცელი ისტორიის მანძილზე, საქართველო კვლავ საკუთარ რესურსებსა და იმის უნარზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ტურბულენტურ სამეზობლოში დაპირისპირებულ ძალებს შორის მანევრირებას“,- წერია გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759255465

საზოგადოება

პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც სწორი პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტისა და იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა

 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც, ბუნებრივია, იმის გამოძახილია, რომ ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებსაც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1759255161

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ გამორჩეული წამოწყებისთვის, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის

 „პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, - განუცხადა საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე~

1759252943

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს

 ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, - განუცხად...

ირაკლი კობახიძე

1759251053

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს

 დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს... იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენ...

მიხეილ ყაველაშვილი

1759250986

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვაბრალებენ, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე

 იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენია...

მიხეილ ყაველაშვილი