მიხეილ ყაველაშვილი: თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, დარგი გაძლიერდა და განვითარდა

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. სწორი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით , დარგი გაძლიერდა და განვითარდა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ შორეულ ნაოსნობასა და ჩვენს გვერდით მყოფ მეზღვაურებს, ამ სფეროს ვეტერანებსა და მათი ტრადიციების გამგრძელებელ მომავალ თაობას! მომავალო მეზღვაურებო, გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობასა და მსოფლიო ნაოსნობაში ქვეყნის გამორჩეულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებაში საზღვაო სექტორის როლი განსაკუთრებულია. სახელმწიფო მრავალი მიმართულებით მუშაობს, რათა არსებული პოტენციალის სრულად ათვისება განხორციელდეს. მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ფონზე, საქართველომ მოახერხა უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ჩვენს ქვეყანას სანდო და საიმედო პარტნიორად აქცევს. ხელისუფლების ფრთხილი და გონივრული პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ევროპისა და აზიის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო დამაკავშირებელი გზის ნაწილი. დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული როლი, რომელიც თითოეული ქართველისთვის „აბრეშუმის გზის“ სახელით არის ცნობილი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული, საზღვაო-საგანმანათლებლო სისტემის მაღალი დონე, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადების შესაძლებლობას იძლევა. ამას კი ქვეყანაში საზღვაო პროფესიაზე მოთხოვნის ყოველწლიური ზრდაც მოწმობს - ამჟამად საქართველოში 19000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია.
„მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც ნებისყოფას, დისციპლინას და სიმტკიცეს მოითხოვს. საქართველო ყოველთვის იყო გამორჩეული ზღვაოსნების სამშობლო, რასაც ქართული ზღვაოსნობის უდიდესი ტრადიცია უდევს საფუძვლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მეზღვაურის პროფესია ბევრ გამოწვევასთან და რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო.
მიმართვის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ მეზღვაურებს ქვეყნისა და პროფესიის ერთგულებისათვის, მაღალი პასუხისმგებლობისა და ღირსეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
1751393159
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია
ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...