"მინდა კახი კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც გამწარებული მიადგება სალარო აპარატს..." - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე დედაქალაქში სამგზავრო ტარიფების გაძვირებაზე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე დღეიდან 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფების გაზრდის საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ხვალ ჩემს დას, რომელიც კერძო სკოლის მასწავლებელია და როგორც მე ვიცი, მოკრძალებული ხელფასი აქვს, ტრანსპორტში 100%-ით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწევს.

ჩემი მეორე დაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა აკადემია და ჯერჯერობით უმუშევარია, 100%-ით გაძვირებულ ტარიფს გადაიხდის.

მამაჩემსაც იგივე მოუწევს, ჯერ პენსიონერი არ არის, არც მშიერია, არც სოციალურად დაუცველი, არც მანქანა ჰყავს ...

ექთნები და სანიტრები, რომლებიც მიზერული ანაზღაურების ფასად მუშაობენ და რომელთაც 250 ლარის აბონემენტში გადახდის თავი არ აქვთ, ხვალიდან 50 თეთრის ნაცვლად მეტროში ლარს გადაიხდიან.

ძიძაც, რომელიც არც დევნილია, არც შიმშილით კვდება, არც აფხაზეთის ომის ვეტერანია და რამდენიმე ასეულ ლარად არჩენს პენსიონერ დედას, სტუდენტ შვილს, ისიც გაორმაგებულ გადასახადს გადაიხდის.

და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ ადამიანს, ჯგუფს გაურთულებს სიცოცხლეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება! "ვინ მოსთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები".

ვინ თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები მგზავრობენ?

რომელი კვლევით დასტურდება, რომ სოციალური სტატუსის არმქონე პირთათვის სააბონემენტე სისტემა უმძიმეს ტვირთს არ წარმოადგენს?

რომელი კვლევით გაწერეს აბონემენტთა ფასები, ახალი სატარიფო გეგმა!

მგონი, ვიღაცამ კალკულატორი აიღო და ბიუჯეტის პარამეტრებისთვის რა ტიპის გაძვირებაც სჭირდებოდათ, ის გამოიანგარიშა!

სხვა არაფერი გაუკეთებიათ!

თან ეს გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ მიიღეს, მანამდე მეორე ტურზე არბენინეს ხალხი სიყვარულითა და სოლიდარობით სავსე ქალაქის დაპირებით...

მესმის, რომ ბენზინი გაძვირდა, ავტობუსები გამოიცვალა, მეტრო წაგებაზე მუშაობს, ინფრასტრუქტურის განახლებისათვის ვალები გვაქვს აღებული... მესმის, რომ გაძვირებას ობიექტური საფუძვლები აქვს, მაგრამ გაძვირებასაც ხომ გააჩნია...

"მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?"

ამასთანავე, მე ისეთი ქალაქის მთავრობა მინდა, რომელიც მდიდრებს გაუზრდის ტვირთს, ვალდებულებებს და სანაცვლოდ ღარიბთა ჯიბეებიდან 250 ლარს არ ამოიღებს, ეკოლოგიური გარემოს დასაცავად უზრუნველყოფს სტაბილურად იაფ და ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხალხისთვის.

მინდა კახი კალაძეს ყველა ის ადამიანი დაესიზმროს, რომელიც ხვალ გამწარებული მიადგება სალარო აპარატს...

უგულოებო!

უცხოპლანეტელებო!

უნიჭოებო! ", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

ამავე თემაზე:

📍დღეიდან თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791812228

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791811110

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ლევან მაჭავარიანი

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე