"მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც არაამქვეყნიური, ჩვენს ცოდვილ დედამიწას განშორებული" - ალა დუდაევა ზვიად გამსახურდიას შესახებ

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა ზვიად გამსახურდიას შესახებ:

"ზვიადი იერითა და თავდაჭერით ძველ დიდგვაროვანს მაგონებდა.

ის გახლდათ უდიდესი ადამიანი, საოცრად გონიერი, თუმცა არასდროს ახდენდა თავისი განსწავლულობის აფიშირებას.

ამასთან ერთად იყო რაღაც იდუმალი, ამოუხსნელი მის თითოეულ მოძრაობაში, სევდიან დუმილში, ნაღვლიან მზერაში;

მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც არაამქვეყნიური, ჩვენს ცოდვილ დედამიწას განშორებული...

უსიტყვოდ, მამაცურად ეწირებოდა ზვარაკად თავის ერს".

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 31 მარტს 83 წლის გახდებოდა. 

სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, 1992 წლის იანვარში, ზვიად გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს.

დევნილობაში ცხოვრებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩეჩნეთიდან დაბრუნებული გამსახურდია, 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ძველ ხიბულაში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება 1993 წელს დაიწყო და დღემდე უშედეგოდ გრძელდება.

2015 წელს საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი აღარ არსებობს, თუმცა საქმეში დევს რამდენიმე მთავარი მოწმის ჩვენებები, რომლებიც 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ.

მათ შორის არიან დაცვის წევრებიც.

პროკურატურას რეზონანსული საქმის გამოსაძიებლად და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ვადა 2024 წლამდე აქვს.

სხვა სიახლეები:

🔵 "ვიღაც მწერდა, ბუჩაში ქართული რესტორანია და თუ აქეთ მოხვდით შემოიარეთო... ამ დილით ისეთი ბახუსი აქვს ყველას, რომ ორი საათია შემჭამეს - ბუჩას შევუტიოთო" - ირაკლი ოქრუაშვილი

🔵 "ამბობენ, დაწვესო, მე გულით არ მინდა ამის დაჯერება. ომი დამთავრდეს, მაინც აღვადგენ" - გუკა რჩეულიშვილის რაჭაში მდებარე სანატორიუმი დაიწვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791436898

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლა...

ირაკლი ზარქუა

1791435510

ახალი ამბები

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების...

პარლამენტი

1791406469

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას

სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის...

მაკა ბოჭორიშვილი

1791405679

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული, ასეთი მცდელობები ისევ არის

ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი...

მაკა ბოჭორიშვილი

1791403905

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...

ნიკოლოზ სამხარაძე