"მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა" - შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ მანდატის დატოვებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი "ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ხაზარაძე დააკლდება მის ფრაქციას და არა "ქართულ ოცნებას".

"მანდატის დატოვება მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია და მისი გასვლა საპარლამენტო საქმიანობას დიდად არ დაეტყობა.

აქ ხაზგასასმელი და ნიშანდობლივია, რომ „ლელო“ 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას ეჭიდებოდა, აცხადებდნენ, რომ მათთვის ვალიდური დოკუმენტი იყო და ამ ნაბიჯით სწორედ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს.

19 აპრილის შეთანხმება, როგორც ანულირებული დოკუმენტი „ლელომაც“ დახურა.

მამუკა ხაზარაძე დააკლდება მის ფრაქციას, ჩვენს ფრაქციას არ დააკლდება. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა იმისთვის, რომ აურზაური და არეულობა გამოეწვია.

მისი განცხადებები ექსტრემისტული ხასიათისაა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔴 მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის მანდატზე უარი თქვა

🔴 "პრინციპულობა და კაცობა რა შორს ყოფილა მისგან"- რატომ აკრიტიკებს თამთა მეგრელიშვილი მამუკა ხაზარაძეს (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750012819

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...

არჩილ გორდულაძე

1750010425

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...

ლევან მაჭავარიანი

1750009048

მსოფლიო

ირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...

ირანიირანი

1750006623

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...

ეთერ ლიპარტელიანი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს

1750001107

მსოფლიო

უკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა

რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...

 1 200 დაღუპულის ცხედარი