მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად და მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, სამწუხაროდ, ტყუილია - ალექსანდრე გოგინავა
„ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად და მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, სამწუხაროდ, ტყუილია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ომიკრონის სწრაფი გავრცელების მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.
„ომიკრონმა“ გავრცელებისთანავე ყურადღება მიიქცია იმით, რომ მას, წინა შტამებთან შედარებით, უფრო სწრაფად გავრცელება ახასიათებს. რეალურად საქართველოში მისი სწრაფად გავრცელება მოსალოდნელი იყო, ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული, თუმცა თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ამ სიტუაციას, გვექნება ის მოცემულობა, რომ ნაკლებ ადამიანს დასჭირდება სტაციონარში გადაყვანა. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი.
ის მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად და მას აქვს გაციების მსგავსი სიმპტომები, სამწუხაროდ, ტყუილია. შეიძლება ახალგაზრდებშიც კი წავიდეს მძიმედ, თუმცა ამის ალბათობა ნაკლებია. ძირითადად ვირუსი რთულად გადააქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, არიან ხანშიშესულები და არ არიან ვაქცინირებულები. ვისაც 3 დოზით აქვს გაკეთებული ვაქცინა, დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობა 80%-ით მცირდება“, – განაცხადა, ალექსანდრე გოგინავამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონით“ არ გახლავთ მაღალი, როგორც ეს იყო დელტას დროს - ამირან გამყრელიძე
🔵მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა ძალიან უჭირდა - ინგა გრიგოლია
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...


























