„მსოფლიო ბაზარზე  ფქვილი გაიაფდა, შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც“ -„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი“

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასზე რეფერენტული ფასების დაწესებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაღაზიებს სარეალიზაციო თანხის მაქსიმუმს განუსაზღვრავს და მაღაზიები ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე  ფქვილი გაიაფდა, ასევე შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც, თუმცა ეს ამ ეტაპზე მაღაზიების გადასაწყვეტია.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა წლის განმავლობაში 650 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 150 000 საქართველოში წარმოებულია. როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, სხვა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში წელს დიდი მოსავალია.

„შარშან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 500 დოლარზე ავიდა. გახსოვთ, მცურავი ბაჟი, რომელიც საქართველოს დაუწესეს და ამას ემატებოდა 85 დოლარი და ბოლო პერიოდში შეუძლებელი გახდა წისქვილ-კომბინანტების მუშაობა. იცით, გაჩერდა და ძირითადად ქვეყანაში შემოდიოდა ფქვილი. დღეს ტენდენცია შეიცვალა. მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის დღევანდელი ფასები დაახლოებით არის –  1 ტონა ფრანგული ხორბალი – 345 დოლარი, ამერიკული – 346 დოლარი, რუსული – 347 დოლარი. გარდა ამისა, მცურავმა ბაჟმა, რომელიც მოქმედებდა ჩვენთან მიმართებით, საგრძნობლად დაიკლო და ხორბლის შეძენა-მიღება გახდა შესაძლებელი, რომ წისქვილ-კომბინანტები ამუშავდეს და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.

არასდროს არ ყოფილა ასე, რომ შემოტანილი ფქვილისა და აქ დამზადებული ფქვილის ფასები ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, რაც კარგი ტენდენციაა. წამლებზე აამოქმედეს რეფერენტული ფასები, რაც ნიშნავს, რომ ვიცით, რამდენად იძენენ წამალს უცხოეთში, რა ღირს მისი ტრანსპორტირება, რამდენია ფასნამატი, ანუ სრულ კონტროლზეა ფასი. ამ წინადადებას მივესალმები და ცუდი არ იქნება, თუ ერთ-ორ ასორტიმენტზე, რომელიც მასიური ასორტიმენტია საქართველოში, გაკეთდეს ეს. ადამიანებმა იცოდნენ, რომ არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ მაღაზიების მიერ დაწესებული ფასი. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავალი უკეთესია. უკვე აღებულია 100 000 ტონა და ეს კარგია. სადღაც 150 000 ტონა იქნება მოსავალი“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⚫ ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!" - რა ფოტოს აქვეყნებს ბიზნესმენი ფადი ასლი

⚫ "რა არ მინახავს, მაგრამ მდინარე გრაფიკით ნამდვილად არ გამიგია" - რა ფოტოს აქვეყნებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე

⚫ "მივმართავ გია სურამელაშვილის ყოფილ შეყვარებულს! შეეშვი შე იდიოტო, შეეშვი. აი ხომ ვიცით ყველამ, რომ არ არსებობ, მაგრამ მაინც შეეშვი რააა" - დათო ლიკლიკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794390379

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1794389644

ახალი ამბები

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...

ლაშა ხუციშვილი

1794387993

ახალი ამბები

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერები...

არადეკლარირებული ოქრო

1794387889

ახალი ამბები

ხაშურში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა წყალმზიდს შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ წერს, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794387790

ახალი ამბები

2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფ...

ხელფასი