“მწვანე ბარათზე” რეგისტრაცია ხვალ სრულდება - რა უნდა იცოდეთ იმ შემთხვევაში თუ გათამაშებაში მონაწილეობას გეგმავთ

“მწვანე ბარათზე” რეგისტრაცია ხვალ, 9 ნოემბერს სრულდება, გათამაშების შედეგები კი, 2022 წლის მაისში გახდება ცნობილი.
2021 წლის მწვანე ბარათის მიღების სურვილი, საქართველოს 112 464 მოქალაქემ გამოთქვა. 2020 წელს 141 683, აქედან, აშშ-ში ცხოვრების უფლება კი 1131 მოქალაქემ მოიპოვა. 2019 წელს 130 322 მოქალაქიდან, მწვანე ბარათის მოგება მხოლოდ 867 შეძლო.
მწვანე ბარათთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების მიღება, აშშ-ს საელჩოს საქართველოს საიტზეა შესაძლებელი.
რა არის მწვანე ბარათი? - მწვანე ბარათი არის, საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით, აძლევს შესაძლებლობას, კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება.
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში? - გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.
როგორ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა? - კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით,
კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს.
რა მოთხოვნები არსებობს განათლებასა და სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით? - კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებელს უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლის ან მისი შესაბამისი განათლება, ან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი წელი ნამუშევარი უნდა იყოს ისეთ სფეროში, რომელსაც ესაჭიროება სულ მცირე ორწლიანი სასწავლო კურსის დამთავრება ან ორი წლის სამუშაო გამოცდილება.
არსებობს თუ არა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი საიმიგრაციო ვიზის პროგრამაში
მონაწილეთათვის? - მინიმალური ზღვარი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის არ არსებობს. მაგრამ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მოთხოვნების გამო, 18 წლამდე განმცხადებლების უმრავლესობა დისკვალიფიცირებული იქნება.
ვიმყოფები შეერთებულ შტატებში. შემიძლია პროგრამაში მონაწილეობა? - დიახ, განმცხადებელი შეიძლება იმყოფებოდეს აშშ-ში ან სხვა ქვეყანაში და შესაბამისად განცხადება
შეუძლია გამოაგზავნოს აშშ-დანაც და სხვა ნებისმიერი ქვეყნიდანაც.
მხოლოდ ერთხელ შემიძლია მონაწილეობა ყოველ სარეგისტრაციო პერიოდში? - კანონმდებლობის თანახმად, თითოეული პროგრამის დროს (წელიწადში ერთხელ) განმცხადებელს აქვს მხოლოდ ერთი განაცხადის შემოტანის უფლება. ერთზე მეტი განაცხადის გამომგზავნი პირების დასადგენად სახელმწიფო დეპარტამენტში იყენებენ მაღალგანვითარებულ, თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. განმცხადებლები, რომლებიც შემოიტანენ ერთზე მეტ განაცხადს, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი.
აუცილებელია რომ მე თვითონ შევავსო განაცხადი თუ შეიძლება, რომ სხვამ შეავსოს ჩემ
ნაცვლად? - გირჩევთ, განაცხადები თავად შეავსოთ და გადააგზავნოთ, მაგრამ შეიძლება, რომ განაცხადის ფორმა სხვა პირმა გამოაგზავნოს განმცხადებლის სახელით. არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ გააგზავნის განაცხადს - თვითონ განმცხადებელი, მისი ადვოკატი, მეგობარი, ნათესავი და ა.შ. - მთავარია, ერთი განმცხადებლის სახელით შემოვიდეს მხოლოდ ერთი განაცხადი და შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არის პროგრამაში მონაწილე პირი. იმისათვის, რომ შეძლოთ დამოუკიდებლად შეამოწმოთ თქვენი განაცხადის სტატუსი, აუცილებლად, შეინახეთ თქვენი განაცხადის დასტურის ნომერი.
რა ღირს მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობა? - მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ შეირჩევით და შეიტანთ განაცხადს მწვანე ბარათის პროგრამის საიმიგრაციო ვიზის მოსაპოვებლად, თქვენ მოგიწევთ ყველა სავალდებულო სავიზო განაცხადის საფასურის გადახდა, ვიზაზე განაცხადით მომართვისა და გასაუბრების დროს, უშუალოდ, საკონსულოს მოლარესთან აშშ-ის საელჩოსა ან საკონსულოში.
იმ შემთხვევაში, თუ მე მივიღებ ვიზას მწვანე ბარათის პროგრამის ფარგლებში, გაიღებს თუ არა აშშ-ის მთავრობა აშშ-ში ჩემი ავიამგზავრობის ხარჯებს, დამეხმარება თუ არა საცხოვრებლის პოვნასა და დასაქმებაში, და/ან უზრუნველყოფს თუ არა ჩემთვის სამედიცინო დახმარებას ან სხვა რაიმე სუბსიდიას, სანამ მე სრულად მოვეწყობი - არა. აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს ამ მომსახურებიდან არცერთს, თუ თქვენ მიიღეთ ვიზა საიმიგრაციო ვიზის მწვანე ბარათის პროგრამის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შერჩეული ბრძანდებით მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მოგიწევთ იმის ჩვენება, რომ ვიზის მიღებამდე თქვენ არ გახდებით სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი პირი აშშ-ში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის აშშ-ი სამოგზაურო შეზღუდვები დღეიდან უქმდება
1746037101
ახალი ამბებიპუტინი: ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება - ეს უდავოა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, უდავოდ, აღდგება. „ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მაშინ [დიდი სამამულო ომის დროს] - თეთრი და...
1746035598
ახალი ამბებილაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ბექაური სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს...
1746035061
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო, ჯერ მის გინებას რა ვუთხარი, მერე კიდევ „კოლგოტიანი” ბიჭუნკელების მუქარას
კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო! ჯერ, ამ ქალოიას გინებას რა ვუთხარი! მერე, კიდევ, „კოლგოტიანი“ ბიჭუნკელების მუქარას! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, რით...
1746034750
ახალი ამბებინატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
28-30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხ...
1746031698
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: გვარამია შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო საქმე ავიღოთ
გიორგი გამსახურდია, „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტი...