ნაფიცებმა გაამართლეს "იანდექსის" ტაქსისტი, რომელმაც რუსი და ლიეტუველი მგზავრები სასტუმროს ნაცვლად გომბორზე დატოვა

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს "იანდექსის" ტაქსის მძღოლი ამირან ბოკუჩავა, რომელსაც პროკურატურა ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა.

შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა, თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა.

როგორც „რადიო თავისუფლებასთან” ადვოკატი ჰყვება, ტაქსის მძღოლსა და მგზავრებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ბოკუჩავას რუსულად საუბარი მოსთხოვეს, შემდეგ კი მანქანაში უკრაინული სიმღერის გამორთვა.

„ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე – ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს რუსულად საუბარი, რაზედაც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზედაც მოსთხოვეს, რომ გამოერთო. შემდეგ დაიწყო სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე.

ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით.

ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა.

ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ”, – ამბობს ადვოკატი.

აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, კამათი თანხასთან დაკავშირებით დაიწყო – რომ მძღოლმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ ღირებულებას – 23 ლარს. ადვოკატი ჩომახაშვილი ამბობს, რომ თანხის ისტორია მოგონილია.

პროკურატურის ვერსია ასეთია:

"2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის” აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას – 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.

ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები.

ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც, თავის მხრივ, დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ“, –  აღნიშნავს პროკურატურა დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი facebook-სტატუსი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ:

ტაქსის მძღოლის განმარტებით, მას ჩაუჯდა ორი რუსულად მოლაპარაკე ტურისტი, რომლებმაც მოსთხოვეს რუსულად საუბარი, ხოლო შემდეგ უკრაინული სიმღერის გამორთვა, ტაქსის მძღოლმა სასტუმროს ნაცვლად, გომბორის ხიდზე დატოვა.

ნაფიცმა მსაჯულებმა არ დაუჯერეს დაზარალებულებს, ვინაიდან ისინი ამბობდნენ , რომ ობიექტურად არ შეეძლოთ ავტომობილის დატოვება, თუმცა, დადასტურდა რომ უკანა კარის გაღება შესაძლებელია, მათ ჰქონდათ მობილური ტელეფონი და ყველა სხვა საშუალება.

ასევე, დაზარალებულებმა, რუსეთში და ლიტვაში გამგზავრებამდე, მოითხოვეს დაკითხვა ადვოკატების გარეშე, რადგან ეშინოდათ დაცვის მხარის, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა რომ ისინი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდნენ სხვადასხვა კაფეში მარტო და არ იყვნენ შეშინებულები. შესაბამისად, ნაფიცებმა არ დაუჯერეს რუს და ლიეტუველ ტურისტს და დაუჯერეს ტაქსის მძღოლს. რეალურადაც ასე იყო”, – წერს ადვოკატი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "იანდექსის" ტაქსის მძღოლი რუსეთის მოქალაქეებს 23 ლარის ნაცვლად 195 ლარის გადახდას სთხოვდა რაზედაც შეკამათდნენ, ხოლო ტაქსის მძღოლმა ისინი ჩაკეტილი კარებით კახეთის მიმართულებით წაიყვანა და მუქარით 500 ლარის გადახდა მოსთხოვა" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749408730

ახალი ამბები

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ ციხეებზე: წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას

„წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ სიტუაციის დაჭერა ციხეებში იყო ძალიან ძნელი. დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ იმაზე, თუ რა დ...

სოზარ სუბარი

1749405821

სპორტი

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაბო-ვერდესთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი 1:1...

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა

1749404046

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ლობჟანიძის გოლით კაბო-ვერდესთან პირველი ტაიმი მოიგო

საქართველოს ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო-ვერდეს მასპინძლობს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. პირველი...

საბა ლობჟანიძე

1749402636

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატ...

ლევან მაჭავარიანი

1749400079

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა...

მამუკა მდინარაძე