„ნასვამი მძღოლი დაეჯახა... აპარატზე იყო მიერთებული... 15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი...“ – მოდელი მარიშა გვიდანი დაიღუპა

15 წლის ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი დაიღუპა.
1 კვირის წინ მას ველოსიპედით სეირნობისას მანქანა დაეჯახა, მარიშა ამ დრომდე კომაში იყო.
სამოდელო სააგენტო ჯეომოდელსის დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე ამბები.ჯი-სთან აცხადებს, რომ გვიდანს მანქანა სოფელ გამარჯვებაში დაეჯახა.
"მანქანა დაეჯახა გამარჯვებაში, როგორც ვიცი, იქ ჰქონდათ სახლი, გამოვიდა შინიდან, ველოსიპედით უნდა ესეირნა.
დაეჯახა ვიღაც ნასვამი, 15 მეტრზე გადააგდო ბავშვი. ძალიან უყოჩაღია სასწრაფოს, ძალიან სწრაფად მივიდნენ. პირველივე კლინიკაში მიიყვანეს, დალეწილი, დამტვრეული იყო ბავშვი, ტრეპანაციაც კი გაუკეთეს. შოკურ მდგომარეობაში ვარ.
როგორ იმედი გვქონდა, რომ გამოვიდოდა მდგომარეობიდან, არაფერი დააკლეს, მაგრამ უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. მთელი სამედიცინო სფერო ფეხზე იდგა", - ყვება ჩხეიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მანქანის მძღოლი დაკავებულია.
1753025265
მსოფლიოღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 130 ადამიანი ემსხვერპლა, 495 ადამიანი კი დაშავდა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 130 ადამიანი ემსხვერპლა, 495 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ არაბული მედია ღაზის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებსინფორ...
1753025146
მსოფლიოთეთრი სახლის წარმომადგენელი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გიჟივით იქცეოდა, გამუდმებით ყველაფერს ბომბავს, ამან, შეიძლება, ძირი გამოუთხაროს იმას, რის გაკეთებასაც ტრამპი ცდილობს
ბენიამინ ნეთანიაჰუ გიჟივით იქცეოდა. ის გამუდმებით ყველაფერს ბომბავს, ამან, შეიძლება, ძირი გამოუთხაროს იმას, რის გაკეთებასაც ტრამპი ცდილობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემა „აქსიო...
1753022021
ახალი ამბებიაფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა...
1753019820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა
როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნა...
1753017704
ახალი ამბებისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
ინგუშეთში, საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები...