ნათია თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ვიზიტისას, სადაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, შევხვდი ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს პან გონგშენს, რომელთანაც სებ-სა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის თანამშრომლობის პროგრესი განვიხილეთ, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკთან მემორანდუმი სებ-ის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

„ბაზელში, პან გონგშენთან შეხვედრისას გავცვალეთ ინფორმაცია, თუ რა პროგრესი გვაქვს ჩვენს ბანკებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. აქტიურად ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რათა მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მარტში მოეწერა. მემორანდუმი მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751900575

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. „დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განა...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკ

1751899643

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა

 არც ეუთო/ოდირის და არც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არ წერია, რომ არჩევნები გაყალბდა. ვერსად ვერ ვნახავთ ჩვენ ასეთ ჩანაწერს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ცენტრალური საარჩევნო კომ...

გიორგი კალანდარიშვილ

1751896818

საზოგადოება

პროკურატურამ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრ...

შემთხვევები

1751896795

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი დანიგანის განცხადებაზე: თუ სწორად აღიქვა ბიძინა ივანიშვილის პასუხი, მაგ შემთხვევაში, ხელოვნურად ავრცელებს დეზინფორმაციას, შეიძლება ვერ გაიგო და საელჩოს ვურჩევდი, თარჯიმანი გამოცვალონ

პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „რადიო თავისუფლებაზე“, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია საუბრობს, რომ ეს არის პროპაგანდისტული მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხუროს მთელი მს...

ლევან მაჭავარიანი

1751895487

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე რობინ დანიგანის განცხადებაზე: რომ არ შევიდეთ კონსპირაციებში, ქალბატონ ელჩს ვურჩევდით, რომ სჯობს ახალი თარჯიმანი აიყვანოს, რომელიც უკეთ გადაუთარგმნიდა შესაბამის პასუხს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დიპლომატი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითა...

არჩილ გორდულაძე