„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: შემოცვივდნენ „აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად, ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, გამომასახლეს და 1 ლარად გადასცეს რატი მგელაძეს, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი

„შემომითვალეს, რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და ბინა, რომელიც დარჩენილი მქონდა, ერთადერთი ბინა, დიღმის მასივში იმას არ ჩამოგართმევთო. მე უარი ვთქვი სტრასბურგიდან საქმის გამოტანაზე იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი, რა გააკეთეს. ის ბავშვიც რომ დაიჭირეს, გიორგი, გვარს ვერ ვიხსენებ. ვერ ვენდობოდი მათ, რომ მე იქიდან საქმე გამომეტანა. თანაც ისეთი საქმე იყო, ვიცოდი, რომ არ წაიგებოდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ნანა ქადაგიშვილის თქმით, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ თანამშრომლები, რომლებსაც იმ დროს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, შეცვივდნენ მის სახლში და გამოასახლეს 4 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ხოლო მისი ბინა 1 ლარად გადასცეს რატი მგელაძეს, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი და გასამართლებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობისთვის, მეგის ქარდავასთან ერთად.

„როგორც კი უარი შევუთვალე, რამდენიმე დღეში ისინი შემოცვივდნენ ჩემს სახლში „აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნიკა მელია, გამომასახლეს იმ სახლიდან 4 მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ზამთარია 2012 წლის 17 იანვარი და შეასახლეს რატი მგელაძე, რომელიც აღმოჩნდა გლდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი, მას 1 ლარად გადასცეს ჩემი ბინა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრძანება რომ გასცა, ამ ბრძანებაში ჩემი ბინა არც ყოფილა მოხსენიებული, ეს ყველაფერი მერე გახდა ცნობილი, როდესაც მე ვიჩივლე პროკურატურაში, უკვე „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ და დავარწმუნე პროკურატურა, რომ სამოხელეო დანაშაულია, თანაც მრავალჯერადად ჩადენილი.

მართლაც გამოძიებულ იქნა ეს საქმე და აღმოჩნდა რა; გარდა იმისა, რომ ჩემი ბინა აქვს 1 ლარად მიცემული, ამის გარდა 5 000 000 დოლარის ქონება აქვს მიცემული თბილისსა და ბათუმში, ასევე, 5 000 000 დოლარი აქვს ანგარიშზე ჩარიცხული, სავარაუდოდ, ფულის გათეთრების მიზნით. ანუ, ის კიდევ ბევრ სხვა მძიმე დავალებას აძლევდა, გარდა პატიმრების მიყურადებისა და დასმენისა. ეს პიროვნება გასამართლდა მეგის ქარდავასთან ერთად, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილეა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს აძლევს 1 ლარად ჩემს ბინას. მაგრამ როდესაც შემდეგ საჯარო რეესტრში მივდივარ და ვთხოვ, ამონაწერს მაძლევენ, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მაძლევდნენ“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1747225015

მსოფლიო

„მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ“ - რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან, თავისი შუამავლობა შესთავაზა

რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გან...

რომის პაპი

1747222737

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1747222726

ახალი ამბები

„ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული!“ - ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან ა...

ზურაბ ქადაგიძე

1747220504

ახალი ამბები

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლ...

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

1747219619

ახალი ამბები

პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია საუბარი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღე...

საქართველოს პარლამენტი