ნიკა მელია: ხელისუფლებას პოლიტიკური საყრდენი აღარ აქვს გარდა რეჟიმის მსახური "ზონდერი" პოლიციელებისა - ბრძოლა იქნება უწყვეტი, რომელიც მოედება მთელ ქვეყანას

"ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი, არ ვერიდები, დიახაც, მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია, გამოეცალა, პოლიტიკური საყრდენი მას აღარ აქვს გარდა რეჟიმის მსახური "ზონდერი" პოლიციელებისა", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბათუმში განაცხადა.
მელიას თქმით, რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან და ბრძოლა იქნება უწყვეტი, რომელიც მოედება მთელ ქვეყანას.
"სიმართლე გითხრათ, რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უარესი მათთვის და მით უფრო სწრაფად დასრულდებიან.
ეს უბრალოდ არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო მათი ჭკუით, რადგან კამპანიას, თუ ამას კამპანია ერქვა, როცა ატარებდნენ, სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა მოკრიმინალო ელემენტებსაც დაჰპირდნენ, მიწის ნაკვეთებსა და სხვადასხვა სიკეთეს გაუფორმებდნენ, აი, ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ემსახურებოდა დღევანდელი ეს აქტი, რაც ჩაიდინეს ბათუმში.
მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში უნდა, რომ რეჟიმი დაეცეს, ნახევარ საათში, 20 წუთში, ან 15 წუთში.
დიახაც, მეც ძალიან მინდა, რომ ხუთ წუთში დაეცეს, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები და მე რასაც ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა და ამ რეჟიმის დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანა არის.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ მართვის სადავეებიდან, რომლებმაც მიიტაცეს სახელმწიფო, დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ", - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე.
"ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ნუ იჩქარებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 დღე აქცია შეიძლება არ ჩატარდეს, ვიღაცა წავიდა სადღაც სხვა საქმის საკეთებლად, არავითარ შემთხვევაში.
ბრძოლა დაიწყო იმ დღიდანვე და იმ წუთიდანვე, როდესაც რეჟიმმა ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა, გააყალბა, მიიტაცა არჩევნები და სახელმწიფო, მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი.
ვიდრე ეს ორი მოცემულობა არ შეიცვლება და არ მოწესრიგდება ორივე მხრივ მდგომარეობა, არავინ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი მისი ამომრჩეველი და პარტიის წევრი არ აპირებს გულხელდაკრეფილი ლოდინს იმისას, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ან დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს", – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს, ბათუმისა და ზუგდიდი წინა მოწვევის საკრებულოებმა პროტესტის ფონზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ.
ამავე თემაზე:
🔲 ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე 6 პირი დააკავეს
🔲 „რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი!“ - მურმან დუმბაძე
1745998713
საზოგადოებამარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - საქსტატი
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. აღნ...
1745998396
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია, ჩვენი ხელისუფლება, ისევე, როგორც დღემდე, მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას
დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მივულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და ვუთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივ...
1745998272
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაც...
1745998191
საზოგადოებაგიორგი აბდალაძე: საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს
საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე გავყავდით საკნიდან, ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკ...
1745998089
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, შეხვედრა სსიპ ახ...