პროტესტის მიუხედავად ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულომ პარალელურად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

ბათუმში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ბიუროს სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეწყდა.  მიზეზი გაურკვეველი ნივთიერება გახდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ძირს დაასხა, რის შემდეგაც დარბაზში მძაფრი სუნი დადგა.  იგი პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. თუმცა, სხდომა მოგვიანებით განახლდა და ბიუჯეტის პროექტიც დამტკიცდა.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.

ბათუმში ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან, სადაც რამდენიმეჯერ მოხდა შეხლა-შემოხლა. პოლიციამ სავარაუდოდ რამდენიმე პირი განარიდა ადგილიდან, მათ დაკავებაზე ამ დრომდე  ინფორმაცია არ ვრცელდება.

რაც შეეხება ზუგდიდს, 2017 წლის მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი ასევე ხმაურის ფონზე მიიღო. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციას კი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა დარბაზი.

მანამდე ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

ამავე თემაზე:

🔲 „რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი!“ - მურმან დუმბაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793897790

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...

დავით ჩიხელიძე

1793896838

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...

მარიამ ქვრივიშვილი

1793895817

ახალი ამბები

თბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...

თბილისის მერია

1793892912

ახალი ამბები

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცე...

 მარიამ ქვრივიშვილი,

1793889430

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: „ვეტინგის“ მექანიზმი ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობაა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გარე ძალები ცდილობენ, ქართული მართლმსაჯულება საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ, რისთვისაც სხვადა...

თორნიკე ჭეიშვილი