ნინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე
„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სპეკულაციას ვისმენდით და მათ შორის იყო მცდელობა, რომ „ანიტას“ რანგის და ჟანრის ჭორები მოგვესმინა, რა თქმა უნდა არავის გვეპარებოდა ეჭვი, რომ კახი კალაძე იყო უალტერნატივო, არის და ის გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად. მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია გველოდება. როგორც საპარლამენტო არჩევნებზეც, ახლაც თქვენ დააკვირდებით, როგორ მივა „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი, თითოეული ჩვენგანი ყველა მოქალაქესთან, როგორი აქტიური იქნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და ამის ფონზე, ჩვენ დავინახავთ სრულებით არაფრის მაქნის ოპონენტებს. მათ შორის მათაც, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს. იმიტომ, რომ მათი ძირითადი დასაყრდენი ეს არის გარე ძალები, ვის დაკვეთასაც ისინი ასრულებენ, სწორედ მათ განცხადებაზე, მათ რეზოლუციებზე, მათ დეზინფორმაციაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მათ გაუჭირდებათ, რომ არჩევნები თავისი კლასიკური ტრადიციული გაგებით, რაც არის - მიხვიდე ამომრჩეველთან, ესაუბრო რის გაკეთებას აპირებ, რა გაგიკეთებია, რატომ გაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მიხვიდე და სთხოვო მათ მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ამას ისინი ვერ შეძლებენ. ლეგიტიმურ უფლებაზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პარტიები, ვინც გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამ ეტაპზე განცხადებული ეს არის გახარია და „ლელო“. მათ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვთ ლეგიტიმური უფლება და არც მორალური უფლება მივიდნენ საკუთარ ამომრჩეველთან. არ ვსაუბრობ ჩავარდნილ საპარლამენტო არჩევნებზე, მათთვის ჩავარდნილზე, როდესაც სანაგვეზე მოისროლეს საკუთარი ამომრჩევის ხმები. ვსაუბრობ თუნდაც იმ მცირე გამარჯვებაზე, რომელიც მათ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ და რომ გაიხსენებთ რა გაუკეთებიათ, გაკეთებაზე არ არის საუბარი, რამდენი რამ გაუფუჭებიათ რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ ისინი მივიდნენ ხალხთან და დაარწმუნონ რის გაკეთებას შეძლებენ. თითოეული ამომრჩეველი ისევე, როგორც ჩვენ, ყველა ამომრჩეველი ვართ, საზღვრავს ვის შეიძლება გადაულოცოს თავისი ნდობა და ის მანდატი, რომლითაც შემდგომში უკვე არჩეული ხელისუფალი, ამ შემთხვევაში თვითმმართველობაზე არის საუბარი, განახორციელებს პროექტებს და აღასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მათ აქვთ და მე ვფიქრობ, რომ თბილისის მაგალითზე, რომ ვთქვათ კახი კალაძის მსგავსად ოპერატიულად, მაღალკვალიფიციურად და საუცხოოდ ქალაქს ვერავინ ვერ გაალამაზებდა, ვერ გაამწვანებდა, ვერ გაუკეთებდა რეაბილიტაციას. ის, რაც ამ 8 წლის მანძილზე კახა კალაძემ მოახერხა, მერობის პერიოდში რა თქმა უნდა ეს იყო საუკეთესო პერიოდი თბილისის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
1786348411
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...
1786346456
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...
1786345454
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...































