სოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს
„მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ სწორად გაარტყა“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი კი ვეტერანი სოროსელია. თავად სოროსის ქსელი, მანჯავიძის შეფასებით, საქართველოს დაუძინებელი მტრების ბუდეა, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფო სისტემების მოშლა, ამაღლობელის საქმეც სწორედ, ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი და სიმბოლური.
როგორც სოსო მანჯავიძე აღნიშნავს, ევროკავშირის ელჩების და აგენტურის აქტიურობა გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით საოცარია სენტიმენტალური მოსაზრებები.
„მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ სწორად გაარტყა. შემდეგ მოიგონა, რომ იმიტომ გაარტყა, რომ თურმე მანამდე პოლიციის უფროსმა შეაფურთხა. მანამდე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილით გათავისუფლებული. სწორედ ახლად გათავისუფლებულმა გააწნა სილა დგებუაძეს.
ახლა ერთი რამე უნდა ვთქვა, განსაკუთრებით შეუგნებელთათვის. „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი. სოროსის ქსელი არის საქართველოს დაუძინებელი მტრების ბუდე. მათი ამოცანა არის სახელმწიფო სისტემების მოშლა მთელს მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და სიმბოლური ეს საქმე - სოროსელი ამაღლობელის მიერ, სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს. ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს. ევროკავშირის ელჩების და აგენტურის აქტიურობა გასაგებია, მაგრამ ეს სენტიმენტალური „რა ამბავია ამდენის მისჯა“, „გამოუშვან, რა მოხდა“ და მსგავსი მოსაზრებებია განსაკუთრებით საოცარი.
ამის გარდა, „სოროსის ფონდი“ საქართველოში უნდა აიკრძალოს, ხოლო მისი თანამშრომლები და აქტივისტები უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა“, - წერს სოსო მანჯავიძე.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































