ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის და ევრიბიუროკრატია არ ტოვებს სივრცეს ამ პროცესის დასაწყებად.

„ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ, რას თვლიან ჩვენი პარტნიორები, ასე კრებსითაც პარტნიორებს ვერ ვუწოდებთ ადამიანებს ვინც ბევრ ტყუილს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით თუმცა თავად ინსტიტუციების წინაშე ჩვენ ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ კიდეც თავს, რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დემოკრატიის პროცესებთან დაკავშირებით საარჩევნო
გარემოსთან და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა და ვითხოვთ სივრცეს, სადაც ამაზე ვისაუბრებთ და არ იქნება ცალმხრივად, არასწორად, დეზინფორმაციულად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები.
თუმცა სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რომ როგორც წინა პერიოდში ახლაც, პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არავინ არ უსმენს ქართულ მხარეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლო პროცესზეც კი სადაც განსასჯელი ზის აძლევენ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას, ბრალდებულსაც კი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მათი მხრიდან ბრალდებულები ისე, რომ არც არგუმენტია, არც მტკიცებულება და არც ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევენ. ამაზე უსამართლო მოცემულობა არ ვიცი, ვერც კი წარმოვიდგენდი. მე არ ვიცი, არ მომესწრო საბჭოთა პერიოდში ცხოვრება და არ ვიცი, როგორ იყო, მაგრამ გადმოცემით რაც ვიცი და ახლა, რასაც ვხედავ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პარალელია.

რაც შეეხება რა არის ვიზალიბერალიზაციით მუქარა, მოდით ასე ვთქვა, რომ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ რაღაც მავნებლობაზე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოედინებოდა და დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის აქ ხელისუფლებას. ახლა შემოგვიტრიალდნენ და შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ. მე მართლა ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობდეს ღირსეული ქართველი, რომელიც იმ უსამართლობის საპირწონედ იტყვის თანხმობას, რომ დიახ, ვიზალიბერალიზაცია მიღირს ჩემი ქვეყნის ინტერესად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784139694

ახალი ამბები

შიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში

„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...

შიო მესამე

1784138858

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...

დავით ქართველიშვილი

1784136561

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...

მარიამ ქვრივიშვილი

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133607

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი