"ომიკრონის გამოჩენამ გამოიწვია ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს შორის" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, კორონავირუსის ახალ ვარიანტ-ომიკრონთან დაკავშირებით, მორიგ კვლევაზე წერს: 

"ძალიან გადამდები COVID-19 ვარიანტის, ომიკრონის გამოჩენამ გამოიწვია გარღვევის ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს შორის (HCW).

ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობის გამო.

ამ სიტუაციის გამოსასწორებლად CDC-იმ გასცა ახალი რეკომენდაციები რომელიც  საშუალებას აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს დაბრუნდნენ სამსახურში მე-5 დღის შემდეგ, თუ მათი სიმპტომები გაუმჯობესდა, ყოველგვარი უარყოფითი სწრაფი ანტიგენის ტესტის (RAT) მოთხოვნის გარეშე.

ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მეცნიერის უკმაყოფილება გამოიწვია შტატებში.  

იმისათვის რომ ენახათ რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება ჩატარდა კვლევა.

2022 წლის 2 იანვრიდან 2022 წლის 12 იანვრამდე კვლევისათვის ჩაატარეს 309  RAT (სწრაფი ტესტი)  260 მედიცინის მუშაკს, მათი ავადმყოფობის 5-10 დღის შუალედში.

საერთო ჯამში, 43% (134 - 309-დან) ამ ტესტებისა RAT იყო დადებითი 5-10 დღეებს შორის.

ყველაზე დიდი პროცენტული დადებითი RAT დაფიქსირდა იმ პერსონალს შორის, ვინც დაბრუნდა პირველი ტესტისთვის მე-6 დღეს (58%).

პერსონალს დაბრუნებულს მე-8 და მე-9 დღეს უფრო ნაკლებად ჰქონდათ დადებითი ტესტი  (26%, 19/74).  

ის პერსონალი HCW, რომელიც დადებითი იყო პირველ ტესტზე, ყველაზე ხშირად დადებითად რჩებოდა მეორე ტესტის დროს, მეორე ტესტების 56%, გაერთიანებული მთელი 6-10 დღის განმავლობაში.

კვლევამ ნათლად აჩვენა რომ ვაქცინირებული HCW-ის 40%-ზე მეტს, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ იმისთვის, რომ სამუშაოზე გამოსულიყვნენ, ჯერ კიდევ ჰქონდათ დადებითი RAT ტესტები პირველი ტესტირების დროს  (მე5-დან მე 10 დღემდე).

ეს შედეგები მიუთითებს, რომ COVID-19-ით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია დაავადების მე-5 დღის შემდეგ, სიმპტომების სტატუსის მიუხედავად.

იზოლაციისგან ადრეული გათავისუფლება უნდა განხორციელდეს იმის გათვალისწინებით,  რომ ინდივიდების ჩართვამ ავადმყოფობის მე-6-10 დღეს საზოგადოებაში ან სამუშაო გარემოში შეიძლება გაზარდოს COVID-19-ის სხვებზე გავრცელების რისკი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს პერსონალის დაბრუნებით გამოწვეულ მოსალოდნელ სარგებელს და გამოიწვიოს მეტი ავადმყოფი მუშაკი",- წერს ზაზა წერეთელი.

სხვა სიახლეები:

📍საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი

📍"ომიკრონი" იწვევს მეხსიერების პრობლემებს, ასევე "ტარიფის ზრდის შეგრძნებას" და გულისრევას" - ვიკა ბუკია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე

1791807887

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი

„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძ

1791807082

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ

„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...

ირაკლი კობახიძე