პაატა სალია: პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ - სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა

პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი პენიტენციური სისტემისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მინისტრის თქმით, დღევანდელი სისტემის შეფასებისას აუცილებელია 2012 წლამდე პერიოდის გახსენება.

„ყველას გვახსოვს, როგორი იყო ვითარება ქართულ ციხეებში - პატიმართა წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ძალიან მაღალი იყო გადატვირთულობა და იყო მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებიც. როცა ვამბობ, რომ პატიმართა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამაზე მეტყველებს ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის საქმე სახელწოდებით „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მოჩივანის წამება იყო სისტემური პრაქტიკის ნაწილი.

ეს ყველაფერი ფუნდამენტურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. რამდენიმე რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში. რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრის მიმართ. დღეს სახელმწიფოს ამოცანა არ არის მხოლოდ უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება, არამედ ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ადამიანს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული პერიოდი გამოიყენოს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791643649

საზოგადოება

გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - რთულია თქვენთვის, ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ „ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროკავშირი ქართულ მრავალ...

გიორგი გაბუნია

1791640951

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი მუსიკოს კორძის მიმართ მხარდაჭერაზე: ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება

ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ...

გიორგი ვოლსკ

1791639274

ახალი ამბები

ქუთაისში ავარიის შედეგად კაცი დაიღუპა - ნერვიულობისგან გარდაიცვალა მძღოლიც

ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში: ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1791638610

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინტერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ დაკარგა ნდობა

„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

ირაკლი კობახიძე

1791637105

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა

„ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურ...

ირაკლი კობახიძე