იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.
იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ, გიორგი დავითაძის საქმის შესახებ ისაუბრა.
„ამ შემთხვევაზე 10 თვეა გამოძიება მიმდინარეობს. არცერთი პოლიტიკური პარტია, არცერთი „ენჯეო“ ამ შემთხვევას მაშინ არ გამოხმაურებია და ასეთი ამბავი არ აწეულა, როგორც ახლა აიწია. სწორედ ახლა ჰქონდა ამას ორკესტრირებული მცდელობა, რომ ციხეში საბოტაჟი გამოეწვია. ვერ გავიზიარებ ისეთ მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დავაყენო, უფლებამოსილება შევუზღუდო და პენიტენციური სისტემა საბოტაჟის ქვეშ დავაყენო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
1791646876
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: იმდენად არის შავი ფულის ტრიალი და მზარდი დაფინანსება, შვილები ითხოვენ მამების ციხეში ყოფნას, ხალხო, გაგიგიათ?! შუქრი ბურჭულაძე ითხოვს მამამისისგან - იჯექი, იქ უნდა ეწამოო
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციას უნდა მათ უცხოელ დამკვეთებს თავი მოაჩვენოს და უთხრას, რომ პოლიტპატიმრები გვყავს, რადგან მათგან დაფინანსება წამოიღონ. „...
1791645788
მსოფლიომედია: აზერბაიჯანში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავენ
აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მედიას, სოციალურ ქსელებს, რეკლამების ავტორებს, კინ...
1791643649
საზოგადოებაგაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან - რთულია თქვენთვის, ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ „ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროკავშირი ქართულ მრავალ...
1791640951
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი მუსიკოს კორძის მიმართ მხარდაჭერაზე: ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება
ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ...
1791639274
ახალი ამბებიქუთაისში ავარიის შედეგად კაცი დაიღუპა - ნერვიულობისგან გარდაიცვალა მძღოლიც
ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში: ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავ...


























