პარლამენტმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებმა 81 ხმით მხარი დაუჭირეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას მე-11 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, კომისიის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, დროებითი კომისიის უფლებამოსილებისთვის განსაზღვრული 3 თვე ვერ იძლევა მასშტაბური და სისტემური ამოცანების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას, რაც კომისიის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. მისივე თქმით, თემების სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა პარტნიორების კოორდინირებული მუშაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კომისიის ვადის გაგრძელება მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
„კომისიის საქმიანობის ვადის გაგრძელება უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს დაგეგმილი ღონისძიებები და რეალურად გაუმჯობესდეს ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა როგორც პოლიტიკის ფორმირების, ასევე პრაქტიკულ დონეზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, კომისიას განსაზღვრული აქვს მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები, ესენია: ბავშვთა დაცვა და მათი შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა ციფრულ სივრცეში, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკურ გაძლიერება, ოჯახების მხარდაჭერა და დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობა.
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1751389614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...