პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 3 პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციის მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1786821540
მსოფლიოლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ახდენს
ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელის მიერ ქვეყნის სამხრეთზე განხორციელებული იერიშები ორმხრივ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილს წარმოადგენს“, - ამის შესახებ THE TIMES OF IS...
1786818321
მსოფლიოლიბანში ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
„ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. უწყების ცნობით, დაშავებუ...
1786813901
ახალი ამბებიპროკურატურა: ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე ბრალდებულებს 18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვი...
1786812153
მსოფლიოინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია
„ინდონეზიის კუნძულ ფლორესთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა, დაა...
1786808514
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება საზოგადოებაში დანერგონ აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს, ხალხს ახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცა
„რა თქმა უნდა, ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, რომ საზოგადოებაში დანერგონ ასეთი აზრი, ვითომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივ...































