პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას და ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაკუთრებული მისია აქვს - ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ნიშნავს ქვეყნის თვისებრივად გარდაქმნას. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ შეიცვალა და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია უკვე მრავალი წლის განმავლობაში, 2017 წლის შემდეგ იყო საკრებულოს წევრი, ურბანული კომისიის ხელმძღვანელი, შესაბამისად, უშუალო შეხება ჰქონდა იმ საკითხებთან, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს საქმიანობასთან. გარდა ამისა, ბატონი რევაზი იყო სამგორის დეპუტატი და მისი ლიდერობით უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში.

ეს არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონი რევაზი მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომლებიც დაწყებულია. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლომდე არის მისაყვანი, დასაწყები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი რევაზი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის, სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა დასახული ამოცანების შესასრულებლად.

„მინდა, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა, ის ამოცანები, რომლებიც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი პრინციპი არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მთავრობის მეთაურს და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745583604

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე- საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? - აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სა...

თენგიზ შარმანაშვილი

1745583125

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს

საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართ...

შალვა პაპუაშვილი

1745582430

ახალი ამბები

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ტატომ მეოთხედფინალში ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც შეეხება 90 კგ წონით კატეგორიაშ...

ტატო გრიგალაშვილი

1745582284

ახალი ამბები

თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწო...

თეა ახვლედიანი

1745581781

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ლოჯისტიკის დღე მიულოცა

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათია...

თავდაცვის მინისტრ