პრემიერი: იყო მცდელობა, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა

იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა, საბედნიეროდ, მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში აბსოლუტურად გაუგებარ აქციებს აწყობდნენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ომის დაწყების კონტექსტში.

„ეს ყველაფერი იყო მოღალატეობრივი ქმედებები, ისინი უერთდებოდნენ მოთხოვნას სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, მიესალმებოდნენ უცხო ქვეყნის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, პატრიოტულ პოზიციას. ამ ყველაფრით გაიშიფრა მათი რეალური განზრახვა. თქვენ იცით, რომ იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა, საბედნიეროდ, მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, მაგრამ ცდა არ დააკლეს იმისათვის, რომ ქვეყანა რამენაირად ჩაეთრიათ კონფლიქტში, ჩაეთრიათ ომში და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების და რაც მთავარია, ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მისცა ღირსეული განვითარების საშუალება. აბსოლუტურად ვეთანხმები ლევან მაჭავარიანის პათოსს, მისი გზავნილის შინაარსს, რა თქმა უნდა, მთელი მათი ქმედებები, რაც დაკავშირებული იყო ომთან, იყო მოღალატეობრივი. ჩვენ არაერთხელ დავსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას არ აკეთებდა უკრაინასთან მიმართებით საქართველო ისეთს, რაც უნდა გაეკეთებინა და ამაზე ვერ მივიღეთ ვერავითარი პასუხი, საიდანაც მარტივად გამოჩნდა, რომ მათი ყველა ქმედება იყო აბსოლუტურად სპეკულაციური, ნაკარნახევი იყო გარე ინტერესებით და ემსახურებოდა არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787842424

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოე...

მიხეილ ყაველაშვილ

1787840783

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა

ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით 1...

ნეპალი ნეპალი

1787838499

საზოგადოება

საქართველოს საგარეო უწყება: მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაზარალებულ ყველა ადამიანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკ...

საქართველოს საგარეო უწყება

1787838016

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1787836731

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6195 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში