პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც რუსოფობიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგს ეხებოდა.

„ჩვენ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრეთ, ამას საგანგებო ბრიფინგიც მივუძღვენით. მათ ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით. ახლა ავლენენ ხისტ პოზიციას და კონკრეტულად რუსოფობიულ პოზიციას. ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა შემდეგ შემოატრიალეს რამდენიმე დღეში ეს მესიჯი, მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადეს საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787842424

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოე...

მიხეილ ყაველაშვილ

1787840783

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა

ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ბოლო მონაცემებით 1...

ნეპალი ნეპალი

1787838499

საზოგადოება

საქართველოს საგარეო უწყება: მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და დაზარალებულ ყველა ადამიანს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკ...

საქართველოს საგარეო უწყება

1787838016

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1787836731

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6195 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში