პრემიერი „მეგობარი აქტზე“: ეს მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ურთიერთობებს, ვართ აბსოლუტურად ღია და ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას

განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საქართველო არის ამერიკული მხარის პოზიციის მოლოდინში.

„ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, იმ პარტნიორობის განახლება, რომელიც გააუქმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, დანარჩენი არის დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, სრულიად ღია ვართ ამ ურთიერთობებისთვის, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. რაც იქნება ამერიკული მხარის პოზიცია, იმის მიხედვით გაიმართება დისკუსიები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757687041

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო

ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალი...

პრემიერ-მინისტრი

1757686937

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: „ბორჯომის“ ახალი საწარმო მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 600 სამუშაო ადგილი შეიქმნა“

„ბორჯომის“ ახალი საწარმოს გახსნა, მსგავსი პროექტები და ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს, ხაზს უსვამს, რომ ბიზნ...

მარიამ ქვრივიშვილი

1757685904

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - განუცხადა საქართ...

ირაკლი კობახიძე

1757685872

საზოგადოება

პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

სასამართლო

1757685616

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ფიშერი პირდაპირაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს

ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია, პარტიულად უჭერს მხარს ამ სუბიექტებს. ამაზე მეტი ვენის კონვენციის...

ირაკლი კობახიძე