პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე: ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი

4 წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან.
„ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ შანტაჟს, არ არის ეს სწორი, ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან - ეს არის უვიზო მიმოსვლა. ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
1750254934
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში
სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმი...
1750254119
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღ...
1750252039
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7276 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7283 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750250751
მსოფლიოგანგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მიმართულებით ათეულობით ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა. შეფერხებულია ბალიდან მომავალი რეისებიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ქვეყნის ვულკანოლოგი...
1750250616
საზოგადოებადავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, მეორე ვადით, ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორ...