პრემიერი: ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა

მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო ძალიან დროული სხდომა, რადგან ორივე მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად განეხილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების გაზრდის შესაძლებლობები.

„გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ პრეზიდენტს და სრულიად ყირგიზეთს ისტორიული გამარჯვება, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოში მოიპოვა და რომლის საფუძველზეც ყირგიზეთი 2027-2028 წლების პერიოდში დაიკავებს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის პოზიციას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა მისი განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.

ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორციელებას და მოხარული ვართ, რომ ეს პროექტი სწრაფი ტემპით ხორციელდება. ეს პროექტიც დამატებით შეუწყობს ხელს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საქართველოს თავის მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში. მთლიანობაში, ეს პროცესები, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებს შორის და კონკრეტულად ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

„ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდის მნიშვნელობაზე. ამას აქვს დატვირთვა,როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას

ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება და მუდმივი დიალოგის შენარჩუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ვიზიტით საქართველოში მისთვის მოსახერხებელ პერიოდში. დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მალე განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ, მომავალში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.

დასასრულს, ჩემი და დელეგაციის წევრების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის და მიღებისთვის და განვითარების შთამბეჭდავი ტემპების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მადლობა და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781248025

საზოგადოება

მარიზი კობახიძე: მე პირადად, სიამოვნებით გავხდები ნანუკას გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს

„ჩვენი ყოველი დღე მისი საფიქრალი გახდა, თითქმის 2 წელია და მე პირადად, სიამოვნებით გავხდები მისი გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, - წერს ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გ...

მარიზი კობახიძე

1781247031

საზოგადოება

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლო...

ნათია თურნავა

1781245749

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ...

მეთადონი მეთადონი

1781245412

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ

აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000 წლოვანი ავტოკეფალიური ეკლესიის ისტორია, - წერს საქართველოს პა...

შალვა პაპუაშვილი

1781243256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - განაცხადა სა...

ირაკლი კობახიძე