ირაკლი კობახიძე: არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყირგიზეთში დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ვიმყოფებოდე ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი არის ისტორიული.

იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე შევეხეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ.

მინდა, ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის.

წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის.

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველო- ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე, მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781245749

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ...

მეთადონი მეთადონი

1781245412

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ

აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000 წლოვანი ავტოკეფალიური ეკლესიის ისტორია, - წერს საქართველოს პა...

შალვა პაპუაშვილი

1781244880

საზოგადოება

პრემიერი: ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა

მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...

ირაკლი კობახიძე

1781242229

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდ...

შიო მესამე შიო მესამე

1781241414

მსოფლიო

სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დაძაბულობის გამოწვევის მიზნით ჩრდილოეთ კორეაში დრონების გაგზავნის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორ...

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტ