პრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას
ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი ფორმით წარმოუდგენია დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.
„განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, ზოგი შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში თუ მედიაში ან ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მოვიდნენ, მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან. ზუსტად ასეთი ფორმით წარმომიდგენია მე ის დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში.
იმ პირობებში, როდესაც, მით უმეტეს, გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1769960446
საზოგადოებაგივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...
1769958424
საზოგადოებაგივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....
1769956387
საზოგადოება„ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა“ - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობ...
1769955550
მსოფლიოარქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა ნატოში შეშფოთებას იწვევს
ნატოში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება საზღვაო გზების პატრულირების მიმართულებით, ალიანსის შეშფოთებას იწვევს. ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების უმაღლესი სარდალი აცხადებს, რო...
1769953642
მსოფლიოძლიერ თოვლს იაპონიაში მსხვერპლი მოჰყვა
იაპონიაში, ძლიერი თოვლის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში თოვლის საფარი 167-დან 273 სანტიმეტრამდე მერყეობს, რაც ადგილობრივი მეტეოროლოგიურ...


























