მიხეილ სარჯველაძე ფასების რეგულირებაზე: გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე

გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს, ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფასების რეგულირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, კარგია, რომ კონკრეტული შტრიხები გამოიკვეთა, რომლის მიხედვითაც აღქმულია, როგორ შეიძლება წარიმართოს შემდგომი მუშაობა.

„კარგად იქნა შეფასებული ქართული ჯანდაცვის სისტემის წარმატებები, მათ შორის ფარმაცევტიკის რეგულირების მიმართულებით, მათ შორის რეფერენტული ფასების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს კარგად დანახული არსებული მიღწევები შეიძლება ძალიან კარგად იქნას გამოყენებული, როგორც პლაცდარმი, შემდგომი განვითარებისთვის.

ეს უკავშირდება სპექტრის გაფართოებას, რომელმაც შეიძლება მოიცვას უფრო მეტი მედიკამენტი დასახელების თვალსაზრისით, ან როგორ გახდეს ეს ინსტრუმენტი უფრო ეფექტიანი, ფასების უფრო სამართლიანად რეგულირების კუთხით. გვქონდა საუბარი იმის თაობაზეც, რომ სადაც შესაძლებელია დავეხმაროთ ადგილობრივ წარმოებას, ამისთვის კომუნიკაცია აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769964496

საზოგადოება

პრემიერი: ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, რომლებიც ნებისმიერ სივრცეში აკრიტიკებენ ამ რეფორმას

ყველასთან მზად ვარ, რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში....

ირაკლი კობახიძე

1769962100

ახალი ამბები

თბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა

თბილისში 58 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.  გარდაცვლილი თელავის მცხოვრები იყო, თუმცა თბილისში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ...

პოლიცია პატრული

1769960446

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...

გივი მიქანაძე

1769958424

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით

რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....

გივი მიქანაძე

1769956387

საზოგადოება

„ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა“ - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე

სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობ...

ლევან მაჭავარიანი