პრეზიდენტი: იმედს გამოვთქვამთ, უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმედს გამოთქვამს, უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

„სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.

შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანისაერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5-7 ივნისს ერევანში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში სომხური კულტურის დღეების გამართვას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს.

ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა და გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგავ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა განსაკუთრებულად გულთბილი მასპინძლობისათვის. ვსარგებლობ რა ამ გამორჩეული შესაძლებლობით, მსურს თქვენთვის ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მოგიწვიოთ საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745931192

საზოგადოება

სუსის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება

2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური...

სუსი

1745931108

საზოგადოება

სუსი: 2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას

გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტის დამყარების, მათთვის საყურადღებო თემებზე გამოკითხვისა და გადაბირების მცდელობები. სავარაუდოდ, მსგავსი კონტაქტე...

სუსისსუსის

1745931019

საზოგადოება

სუსი: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტ...

სუსისსუსის

1745930965

საზოგადოება

სუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა

სუსის ანგარიშის თანახმად, გასული წლების მსგავსად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალა, სხვა დესტრუქციულ აქტივობებთან ერთად, განაგრძობდა სხვადასხვა ტიპისა...

სუსისსუსის

1745930839

საზოგადოება

სუსის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს უწყება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში განაგრძობდა მუშაობას საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენის მიმართულებით

„უსაფრთხოების თვალსაზრისით 2024 წელი, გასული წლის მსგავსად, სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომეტებული...

სუსი