პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი - „მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. 2025 წელს თებერვალში, დიდთოვლობამ დააზიანა სექტორი, ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ მოცვის მწარმოებლებს ხელი შეეწყოთ, აგროვადების გათვალისწინებით დროულად გაატარონ შესაბამისი სამუშაოები ბაღებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით. ლურჯი მოცვის მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. სესხები გაიცემა მოცვის მწარმოებლებზე, რომელთა ბაღები მდებარეობს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში.

მოცვის მწარმოებლებს შეეძლებათ, შეღავათიანი აგროსესხი გამოიყენონ პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ასევე, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების და მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასურის დასაფარად.

სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10,000 ლარიდან არაუმეტეს 100,000 ლარის ჩათვლით.

პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

ქვეკომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751393159

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია

ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...

მარიამ ქვრივიშვილი

1751391906

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...

სულხან თამაზაშვილი

1751391869

მსოფლიო

პუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...

პუტინი და მაკრონი

1751389681

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...

მაკა ბოჭორიშვილი

1751389646

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია

„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე