პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 15 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების საქმიანობას. ისინი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გურიის რეგიონში, დაშინებით, მუქარით, „ქურდული გარჩევით“, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებებით ახორციელებდნენ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტას, ე.წ. „ქურდული სალაროსთვის“ თანხის შეკრებას და „ქურდული სამყაროს“ წევრთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

„სამართალდამცველებმა 13 ბრალდებული 2 აპრილს დააკავეს.

ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 5 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთაგან 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223³ მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, 6 პირს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223⁴ მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა („კანონიერი ქურდისთვის“/„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744524204

ახალი ამბები

თანხვედრა სამართალში - ინგლისისა და უელსის სასამართლო, საქართველოს პროკურატურის მსგავსად, ოქუაშვილს ამტყუნებს, ივანიშვილს კი ამართლებს

ის, რაც ზაზა ოქუაშვილის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2018 წელს პროკურატურამ თქვა, 7 წლის შემდეგ ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა. კერძოდ, საქმე ეხება ზაზა ოქუაშვილის მიე...

ბიძინა ივანიშვილი

1744488863

ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, რომელიც აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესა...

ზოგადი

1744486232

საზოგადოება

პატრიარქი: იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით, ლაზარეს მსგავსადვე, ბოლო ჟამს მოხდება ქართული ენისა და, შესაბამისად, საქართველოს, აღდგენა და აღორძინებაც, ინებოს უფალმა ამის აღსრულება!

„ბზობის მადლით ღმერთმა დალოცოს და რწმენაში განამტკიცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში. როგორც წერილშია აღნიშნული,...

პატრიარქი:

1744485353

ახალი ამბები

მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, კიდევ ვეუბნები - ვისი სისხლი გინდა, მოისვენე, რა

„რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს? არჩევნები რომ დამთავრდა, ბევრი ვითომ შვილ დაჭერილი ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე გამოსულები. მთავრობას უნდა გაუმართო აქცია, თუ იმ ხალხს, რომლებმაც არჩევნების მე...

უკრაინა

1744484469

სპორტი

რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 77 კგ წონით კატეგორიაში ზოიძემ ფინალამდე ესპანელი მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (7:1), ჩე...

რამაზ ზოიძე