პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქემ, პლატფორმა mindraygel1.com-ის გამოყენებით, საქართველოში აამოქმედა დანაშაულებრივი სქემა და პოტენციურ კლიენტებს მოგების სწრაფად მიღებას სამედიცინო პრეპარატების და ტექნიკის ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდების გზით სთავაზობდა.

„რეალურად საინვესტიციო პროექტი წარმოადგენდა ფინანსურ პირამიდას, რომლის მიზანს დიდი რაოდენობით მომხმარებლის მოზიდვა და მათი მხრიდან თანხების თითქოსდა ინვესტირება წარმოადგენდა.

დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საქართველოს 56 მოქალაქის კუთვნილ 394 853 ლარს, რის შემდგომაც უკანონოდ დაუფლებული თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადატანის, წარმომავლობის შენიღბვის, კრიპტოვალუტად გარდაქმნის და სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციებით, ბრალდებულმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაუსწრებლად დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება და გატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენის, დაკავების და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773167636

საზოგადოება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვ...

საპარლამენტო დელეგაცია

1773167579

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლ...

ირაკლი კობახიძე

1773165426

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან

გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან,...

გიორგი ჩაკვეტაძე

1773162992

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ?

ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატ...

გიორგი ზერეკიძე

1773160285

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ამ ომში ჯერჯერობით მ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი