"ქართული ოცნება" ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.
„გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლის შესახებ.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუძნდება პარტიის ქალთა ორგანიზაცია.
როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა.
ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად.
სხვადასხვა გარემოების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენმა პარტიამ შეძლო 64 მერობის კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალი კანდიდატის წარდგენა, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები, არსებითად, მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ.
ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო ფართო წარმომადგენლობას იმსახურებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ. როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში.
„ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და კომუნიკაციას სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელ ქალ პარტიის წევრებს შორის.
ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, მომავალი კვირის ბოლომდე გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში.
უახლოეს მომავალში გაიმართება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
მოგვიანებით, გაიმართება ქალთა ორგანიზაციის 11 საქალაქო და რეგიონული კონფერენცია, რომელიც აირჩევს საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ბიუროებს.
მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ქალების როლის გააქტიურებას არა მხოლოდ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებაში ქალების უფლებების დაცვისა და ინტერესების რეალიზებისათვის“, – განაცხადა კობახიძემ.
სხვა სიახლეები:
🔲 კორონავირუსით კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა - როგორია ეპიდვითერება საქართველოში?
1765807416
საზოგადოებანინო წილოსანი: ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან. ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას
ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხად...
1765806136
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...
1765805781
ახალი ამბებიმაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს
გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...
1765804807
ახალი ამბებინოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...
1765804294
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...


























