"ქვეყანა როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ თორემ სულ დავკარგავთ ამ თავს და ქვეყანასაც და მილანში გადახვეწილი კალა იქიდან გააგრძელებს Fashion week-ებზე სიარული - ამ პოსტს ვწერ მექსიკაში, ამერიკაში მიმავალი"

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაზე ჩურჩიტის ნომინაციაში მაინც ის ხალხი მყავს დაწინაურებული “არც მაგათი და არც ვინმეს მოთხოვნით არ მინდა რამე ვაკეთოო”, ან უფრო განათლებული რომ გამოჩნდეს “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო” რომ გაიძახიან.

ჯერ ერთი ამ განათლებულებს გამონათქვამების წიგნები აქვთ ეტყობა წაკითხული, თორემ იქვე “ცარიელ მშვიდობაზე” და გამძვინვარებულ თერგზე ამბებიც გაახსენდებოდათ, მაგრამ ეს იქით იყოს, მართლა მათი განათლების დონეს ხომ არ ვამოწმებთ.

მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე რომ გვეყუდნოდეს ამისთვის

— მტერი და მოყვარე არ უნდა აგვერიოს;

— უსაფრთხოების ისეთი სისტემა უნდა ვიპოვოთ რომ ის თავი მხრებზე შევინარჩუნოთ;

— როცა ცივილიზაციური არჩევანის წინაშე ვდგებით საღორეში არ უნდა ვდურთოთ თავი;

— მოსახლეობა ევროპა-ამერიკაში კი არ უნდა გაგვექცეს თავის გადასარჩენად ან მინიმალური წარმატების ძიებაში, აქ ჩვენს სამშობლოში უნდა შევქმნათ ევროპულ- ამერიკული კეთილდღეობა;

__ ეთამაშა “ჩიხურაში” ან დარჩენილიყო ვლადიკავკაზში, რას გარბოდა შვეიცარიაში, და ეხლა არ მითხრათ ევროპელი ფეხბურთელებიც გადადიან სხვა ქვეყნების კლუბებშიო

იმედია ხვდებით განსხვავებას როცა მილიონიანი კონტრაქტით სხვა მილიონიან კონტრაქტზე მიდიხარ და როცა 100 ლარიანი კონტრაქტიდან გარბიხარ 

დიახ, ჩვენი თვითმიზანი უნდა იყოს, სახელმწიფოებრივი მიზანი როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, როგორმე თავი შევყოთ ევროკავშირში და ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაგვეფაროს;

დიახ, თავი უნდა მოვიკლათ შრომით რომ ეს ომებგამოვლილი და ტეროტორიებწართლეული ქვეყანა როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ თორემ სულ დავკარგავთ ამ თავს და ქვეყანასაც და მილანში გადახვეწილი კალა იქიდან გააგრძელებს Fashion week-ებზე სიარულს

ძალიან სიმბოლურია ამ პოსტს ვწერ მექსიკაში, ამერიკაში მიმავალი. მართალია მე აეროპორტში ვარ და იმ ჯოჯოხეთს არ გავდივარ მაგრამ მაინც სიმბოლურია", - წერს ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ერთი კვირაც ვერ გაუძლო მამის გულმა შვილის დაკარგვის უბედურებას" - ავარიაში დაღუპული ბიჭის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736868915

მსოფლიო

სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია

„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...

მსოფლიო

1736868035

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...

უკრაინამ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

1736865240

მსოფლიო

ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...

ჯეიკ სალივანი

1736861303

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1736860109

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...

ლევან მაჭავარიანი