რა არის ETIAS? - „რა თქმა უნდა ეს იგივე ვიზაა, ოღონდ გამარტივებული, ახალი ფორმით“ - ზვიად კვაჭანტირაძე

2024 წლიდან ევროპაში მოგზაურობისას სამოგზაურო ავტორიზაცია ETIAS დაგჭირდებათ.
რა არის ETIAS?
ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან ნებისმიერში.
ETIAS-ის შესახებ ქართველი ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს:
„ბიუროკრატია მუდმივად მახათის ძიებაშია. რა თქმა უნდა ეს იგივე ვიზაა, ოღონდ გამარტივებული, ახალი ფორმით. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სულ ბევრ და ბევრ ადამიანს შეექმნას პრობლემა. ეს ძალიან ცუდია. ძალიან. პრაქტიკულად გამორიცხავს სასწრაფოდ გაფრენას შენგენის ზონაში. ჯერ კიდევ უცნობია რა ჯანდაბას ჩადებენ შიგნით. თუ ჩაიდო, რომ აუცილებლად, წინასწარ უნდა მიუთითო კონკრეტული ვადები, ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა.
მეორე მხრივ, მესმის ევროკავშირის. უკვე წარმოუდგენელია ამხელა ემიგრაციის ატანა. ამას ყველაფერს ავცდებით, თუ 2023 წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ? ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მივიღოთ. ამას გარდა, იმ ემიგრანტების გამკვირვებია, ვინც ცხოვრობს და მუშაობს ევროპაში და ფეისბუკზე ლანძღავენ ევროკავშირს და უკრაინის ლანძღვით იქაფებენ პირს. ასეთების შემყურე ხანდახან ვფიქრობ, ღირსები ვართ კი ევროკავშირის წევრობის?“ - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ!!!
📌 რა არის ETIAS? - უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან ევროპაში მოგზაურობთ?
1746776178
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება
ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართ...
1746775749
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი - კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე
ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუც...
1746773929
ახალი ამბებილევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გა...
1746771490
ახალი ამბებიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...
1746770507
მსოფლიოტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უ...