რა მომსახურებები და ანალიზები უფინანსდებათ პენსიონერებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით

სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს რამდენიმე ანალიზი და მომსახურება უფინანსდებათ. 

საპენსიო ასაკის პირებისთვის უფასოა: ოჯახის ექიმის ამბულატორიული მომსახურება, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში კი, მომსახურება ბინაზე კომპეტენციის ფარგლებში ოჯახის, ან სოფლის, ან უბნის ექიმის დანიშნულებით.

ექიმ-სპეციალისტების მიერ მოწოდებული ამბულატორიული მომსახურება, კერძოდ: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი.

ასევე ექიმის დანიშნულებით ამბულატორიის დონეზე ფინანსდება ინსტრუმენტული გამოკვლევები. კერძოდ: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია, ძვლების რენტგენოგრაფია. ამასთან, კომპიუტერული ტომოგრაფია სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის 90%-ით ფინანსდება.

საპენსიო ასაკის ვეტერანებისთვის ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა სრულად იფარება.

გარდა ზემოაღნიშნულისა სახელმწიფო სრულად აფინანსებს ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ჩატარებულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს, კერძოდ:

სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინის, ჰემოგლობინის ან/და ქოლესტერინის მაჩვენებლის განსაზღვრა, პროთრომბინის დრო (NR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები - ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH, განავლის ანალიზის ფარულ სისხლდენაზე, შარდში ლიპიდების განსაზღვრა.

გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება ფინანსდება მხოლოდ იმ ამბულატორიაში ან პოლიკლინიკაში, სადაც მოქალაქეა რეგისტრირებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773848905

ახალი ამბები

მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის

დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...

მეუფე შიო

1773848164

ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ...

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

1773847193

ახალი ამბები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინ...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს

1773845844

ახალი ამბები

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე, აღმას...

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

1773845403

ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში პატრიარქ ილია მეორეს დაასვენებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამები...

ბიძინა ივანიშვილი