საქართველოს მთავრობა: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.
„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1773836345
ახალი ამბებიკობა კობალაძე პატრიარქზე: უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის, მისი სიტყვა ხშირად იყო იმედი, ხოლო მისი დუმილიც კი სიმტკიცის მაგალითი
„უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის. გულით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გა...
1773835983
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში
უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი - აღნიშნულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში. მისი თქმით უწმინდესის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წ...
1773835635
საზოგადოებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის...
1773835238
საზოგადოებალევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა
რამდენიმე დღეში საქართველო მის სულიერ მამას გააცილებს უკანასკნელ გზაზე და თან უსაზღვრო მწუხარებას, უამრავ ცრემლს და რაც მთავარია, სიყვარულს გაატანს. სწორედ ისეთი განცდა გვეუფლება ახლა, როგორც გენიალურ...
1773834018
მსოფლიოისრაელ კაცი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი, თეირანში ღამით ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა და დასძენს, რომ დღეს „მნიშვნელოვანი სიურპრიზები“...



























