რანაირი ქრისტიანი გამოვდივარ, თუკი უნდა დაველოდო სხვაზე როგორ იმოქმედებს წამალი, მერე მივიდე და ავიცრა - გურამ მეგრელიშვილი

მწერალი გურამ მეგრელიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და აცრის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაფრისადმი იჭვნეული დამოკიდებულების მიუხედავად (ბრმად ვერაფერს ვიღებ), მიმაჩნია, რომ მაინც თავისებურად მორწმუნე ადამიანი ვარ, ამაზე ადრეც მითქვამს და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დადებითი ნაწილია და არა უარყოფითი.
 
ღმერთი, რომელიც ჩემს წარმოდგენაშია, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ემთხვევა ბევრის წარმოდგენაში შექმნილ ხატ-სახეს, რომელიც, მეტწილად გარედან შემოსული სახებაა და სიცოცხლის რომელიღაც მონაკვეთში ხდება ისეთი, როგორიც ინდივიდუალურად ჩვენია და ვერასოდეს გაიგებს სხვა, რას ვგულისხმობთ და ვის მოვიაზრებთ სიტყვაში “უფალი”. (ყველაფერი აღზრდიდან მოდის, ადამიანის სამყაროსეული პერცეფცია ალბათ ბავშვობიდან იღებს სათავეს. მე მჯერა იმის, რომ ჩვენი მამების ხატი ხშირად განსაზღვრავს კიდეც იმ ღმერთის ხატს, რომლისაც გვჯერა).
 
მაგრამ, ამ განსხვავებულობის მიუხედავად, ქრისტიანს, მუსლიმს, იუდეველს და სხვას ალბათ ღმერთის ისეთი ხატება ჰყავს თვალწინ, რომელიც თავისი არსით არის ძლიერი, ყველაზე ძლიერი და მასზე ზემოქმედება სხვა არც ერთ ძალას არ შეუძლია.
 
დუალისტური რელიგიური წარმოდგენის დროსაც კი, ადამიანს სჯერა, რომ მხარე, რომელსაც ის წარმოადგენს, გამარჯვებულია.
 
ამ ლოგიკის მიხედვით, მხარეს, რომლისკენაც პირობითად მე და ქრისტე ვდგავართ, გარე ზემოქმედება მნიშვნელოვან ზიანს ვერასოდეს მიაყენებს. შეიძლება ცდა არ დააკლოს, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ აქეთაა, რადგან, თავდაპირველი პირობითობით, სწორედ ღმერთია ის, ვინც თვითონ ცვლის და ქმნის რეალობას.
 
თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ვერანაირი აცრა, ჩიპი, ზომბების აპოკალიფსი, უცხოპლანეტელების მასობრივი გადმოსმა დედამიწაზე ვერ აჯობებს იმ განკაცებულ ღმერთს, რომელსაც იდიომატურად თუ ვიტყვი, მხარს ვუჭერ და ვისი მიმდევარიც ვარ, რადგან ქრისტიანობა ამბობს, რომ ის არათუ დაავადებებზე, სიკვდილზე ძლიერიცაა.
 
თუ ვინმე მკითხავდა, რატომ იცრები მაშინ, დაელოდე სიკვდილს და შეხვდი შენს ღმერთსო, ვუპასუხებდი ასე: არც მე ვარ მზად ღმერთთან შესახვედრად და არც სხვისი მზაობის შესახებ ვიცი. მოვლენის დაჩქარება კი ჩემი კომპეტენცია არაა. ყველანი დავიხოცებით, ეს არაა მთავარი სადარდებელი და ვერასოდეს გავიგებთ როდის დავიხოცებით, მაგრამ თანამონაწილეობას არ ვისურვებდი სხვისი სიკვდილის საქმეში, დღეს კი ამ საზიზღარ ვირუსთან თამაში ამის ტოლფასია.
 
ერთადერთი, რისიც ქრისტიან ადამიანს შეიძლება ამ წმინდა მამათა გადმოცემების და ინტერპრეტაციების შედეგად ეშინოდეს, იმ დღის დადგომაა, როდესაც ნებაყოფლობით იტყვის უარს საკუთარ პიროვნულ ქრისტეზე. (აქ მახსენდება სკორსეზეს Silence-ის ბოლო სცენა, როცა სიტყვა უარყოფს, მაგრამ გული სავსე რჩება ღმერთით)
 
როდესაც აცრა გადავწყვიტე, ანტისხეულები კიდევ მქონდა, მაგრამ გამახსენდა ჩემი ერთი მოსწავლე, რომელსაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს. გაკვეთილიდან გადის ხოლმე, რომ ნემსი გაიკეთოს. უსაყვარლესი ადამიანია და მთელი ამ პანდემიის განმავლობაში მისი დანახვა ცოტას მაღელვებდა. მშვიდად იჯდა ხოლმე და რაღაცნაირი მინდობითა და სიყვარულით მისმენდა, როდესაც ველაპარაკებოდი. დედამისმა მითხრა, რომ არაფრის დიდებით რჩება სახლში და არ აცდენს გაკვეთილს, რადგან მოსწონს ჩვენ შეხვედრები.
 
ჰოდა, როდესაც აცრა გადავწყვიტე, ცხადია, პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ვიფიქრე, რადგან ეს ერთადერთია, რაც ღმერთმა მიბოძა და პასუხისმგებლობაც მაკისრია ამ სხეულზე, როგორც ნივთზე და სულზეც, რომელსაც მოგზაურობა ჯერ არ დაუსრულებია, მაგრამ მეორე რიგში სწორედ ის ჩემი დიაბეტიანი მოსწავლე გამახსენდა. არ მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც მას ამ გაუგებრობაში კი არ დაიცავდა, პირიქით, ვირუსს მიუტანდა.
 
მესამეც, წარმოვიდგინე ასეთი რამე: რანაირი ქრისტიანი გამოვდივარ, თუკი უნდა დაველოდო სხვაზე როგორ იმოქმედებს წამალი და მე მერე მივიდე და ავიცრა. თუ ეს პრეპარატი ადამიანის დამაზიანებელია, განა სხვაზე გამოცდა და ამის მერე გამოყენება შეიძლება კეთილგონიერებად ითვლებოდეს? მაშინ საერთოდ უარს უნდა ვამბობდე ამ სიკეთეზე, რადგან არასწორი იქნებოდა.

სხვა დანარჩენი გარდაუვალია, ყველას გვესტუმრება აღსასრული, მაგრამ მდინარის ჩამოტარებულ ნიჩაბზე უარს არ ვიტყვი, სანამ დავინახავ. ეს აცრის პროპაგანდა არაა, ესაა ჩემი რეფლექსია ამ საკითხზე. ყველას თავისი სიმართლე აქვს და ვერ ვიტყვი, რომ ის სხვა ტყუის.” – წერს მეგრელიშვილი ფეისბუკში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773848905

ახალი ამბები

მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის

დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...

მეუფე შიო

1773848164

ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ...

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

1773847193

ახალი ამბები

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინ...

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს

1773845844

ახალი ამბები

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე, აღმას...

პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

1773845403

ახალი ამბები

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში პატრიარქ ილია მეორეს დაასვენებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამები...

ბიძინა ივანიშვილი