რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან

რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს აქციის დაანონსებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და ოპონენტები „პოლიტიკურ გრინჩობაში“ დაადანაშაულა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას „ფანტაზიაშიც უჭირს“, ვინაიდან ერთი და იგივე სცენარით მოქმედებენ და გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით ქმნიან მოლოდინებს.

„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მან, ასევე, შეაფასა ოპოზიციური ალიანსის გეგმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას „ბუჩქებსა და ფანჩატურებში“ ემალება, მაგრამ საზღვარგარეთ „დიდ გულზე მოგზაურობს“.

მისი შეფასებით, ეს ვიზიტები წარუმატებელია, რადგან საგარეო მიმართულებით შედეგების დასადებად მოსახლეობის მხარდაჭერაა საჭირო.

„თუ კოლექტიური ჯო უილსონები, იუკნევიჩიანეები ვინმე უჭერენ მხარს, ეს სინამდვილეში უარესია, იმიტომ რომ ასეთი ხალხის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავ და უბადრუკ დღეში ვარდება სინამდვილეში. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ უსამშობლოები წარმატებას ხედავენ არა საკუთარ ქვეყანაში, არამედ უცხოელ პატრონებთან“, - დასძენს იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775050848

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - ამის შესახებ ეკონომიკის...

თამარ იოსელიანი:

1775050140

საზოგადოება

1-ელი აპრილიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

1-ელი აპრილიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. როგორც „აპსადგილ ინფო“ აღნიშნავს, აფხაზეთი „ენგურჰესის“ გამომუშ...

ენგურჰესიენგურჰესი

1775050008

ახალი ამბები

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მ...

თანამდევ კანონპროექტებთან ერთად მიიღო

1775049065

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1775048173

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამომავლო კარიერულ განვით...

პარლამენტის აპარატი