როგორ უნდა იქცეოდეს ზეპარტიული, ნატურალური, ხალხის მიერ არჩეული და მის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი? - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"როგორ უნდა იქცეოდეს ზეპარტიული, ნატურალური, ხალხის მიერ არჩეული და მის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი?20-ში დანიშნულია აქცია, რომელიც ერთის მხრივ ასოცირდება ოპოზიციაურად განწყობილ სამოქალაქო ჯგუფებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, უნიკალური, არა საპროტესტო, არამედ პოზიტიური დღის წესრიგით იმართება, რაც შეესაბამება, მათ შორის, ხელისუფლების “დეკლარირებულ მისწრაფებებსაც”.ანუ, თავის თავში შეიცავს საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, ეროვნული თანხმობის პოტენციალს, ზეპარტიულ, სახელმწიფოებრავად მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით.ნატურალური სახელმწიფოს მეთაური გამოიყენებდა ამ შანსს, სწორედაც რომ მის მიერვე დეკლარირებული ეროვნული თანხმობის მისაღწევად, გაუქმებისკენ კი არ მოუწოდებდა, პირიქით, შეუერთდებოდა, ინიციატივას გააძლიერებდა, თუ გნებავთ, სათავეში ჩაუდგებოდა. არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ ხელისუფლებასაც მოუწოდებდა შემოერთებისკენ და აჩვენებდა სამყაროს, რომ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა, შეგვიძლია საქართველოს სახელით გაერთიანება მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.ნაცვლად ამისა, მან დანიშნა ცალკე აქცია, ამასთანავე მოუწოდა 20-ის აქციის გაუქმებისკენ, რითაც კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი ჩააგდო საზოგადოებაში და გააშიშვლა არსებული პრობლემები.ამით მიიღო ერთადერთი შედეგი - გაზარდა 20 ივნისის კონსოლიდაციის პოტენციალის მქონე აქციის რადიკალიზაციის მუხტი, იმ ფონზე, რომ 16-ის აქცია დიდი ვერაფერი შვილი იქნება.ანუ ითამაშა მის მიერვე დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ.ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გავს",-წერს, გია ხუხაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754227097

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუც...

ირაკლი კობახიძე

1754225277

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში

„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - გან...

შალვა პაპუაშვილი

1754223578

ახალი ამბები

პრემიერი: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება

„ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ, ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღებ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1754222397

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას

„შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა - ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურ...

ირაკლი კობახიძე

1754221813

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

„ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნ...

ირაკლი კობახიძე